https://sputnik-georgia.com/20261009/saqartvelos-zamtris-sakurorto-sezoni-20-dekembers-ixsneba-301078049.html
საქართველოს ზამთრის საკურორტო სეზონი 20 დეკემბერს იხსნება
საქართველოს ზამთრის საკურორტო სეზონი 20 დეკემბერს იხსნება
Sputnik საქართველო
ზამთრის ტურისტული სეზონი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ტრადიციულად, დეკემბრის მეორე ნახევრიდან იხსნება. 09.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-09T18:31+0400
2026-10-09T18:31+0400
2026-10-09T18:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ზამთრის კურორტები
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0e/274880995_0:54:1024:630_1920x0_80_0_0_05a15c805151c69fd71edcf89a34e37a.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად 20 დეკემბერს გაიხსნება, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "მთის ტრასების სააგენტო" (MTA) ინფორმაციით, სეზონი გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში ერთდროულად დაიწყება. უწყების ცნობით, ზამთრის სეზონს გუდაური ახალი ინფრასტრუქტურით შეხვდება. მშენებლობის სამუშაოები კურორტზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სნოუპარკის არეალში, ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგირო შენდება, რომელთა საერთო სიგრძე 1.400 მეტრია. ასევე მოეწყობა 200-მეტრიანი გადახურული მოძრავი ხალიჩა. ამორტიზებული საბაგიროების - "ხადასა" და "სნოუპარკის" დემონტაჟი უკვე დასრულებულია. სამუშაოებს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია "დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი" ახორციელებს. პარალელურად მიმდინარეობს ორი ახალი სასრიალო ტრასის - "კობი 3" და "ტატრა 3" - მოწყობა. მათი საერთო სიგრძე 6 კილომეტრია. პროექტის დასრულების შემდეგ გუდაურის სასრიალო ტრასების ჯამური სიგრძე 86 კილომეტრამდე გაიზრდება. "სოლიკოსა" და "კიკილოს" ტრასებზე დაწყებულია ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოწყობის სამუშაოები, რომლებიც ჯამში 7 500 მეტრის სიგრძის მონაკვეთს მოიცავს. დაგეგმილია "ახალი გუდაურას" ტრასის განათებაც, რაც ღამის სრიალის შესაძლებლობას შექმნის. სამუშაოები დეკემბერში დასრულდება. საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის მეორე ნახევარში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0e/274880995_58:0:967:682_1920x0_80_0_0_176cdf852d42a5a7bfc2a9349cc2fff7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ზამთრის კურორტები , ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ზამთრის კურორტები , ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება
საქართველოს ზამთრის საკურორტო სეზონი 20 დეკემბერს იხსნება
ზამთრის ტურისტული სეზონი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ტრადიციულად, დეკემბრის მეორე ნახევრიდან იხსნება.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად 20 დეკემბერს გაიხსნება, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"მთის ტრასების სააგენტო" (MTA) ინფორმაციით, სეზონი გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში ერთდროულად დაიწყება.
უწყების ცნობით, ზამთრის სეზონს გუდაური ახალი ინფრასტრუქტურით შეხვდება. მშენებლობის სამუშაოები კურორტზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სნოუპარკის არეალში, ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგირო შენდება, რომელთა საერთო სიგრძე 1.400 მეტრია.
ასევე მოეწყობა 200-მეტრიანი გადახურული მოძრავი ხალიჩა. ამორტიზებული საბაგიროების - "ხადასა" და "სნოუპარკის" დემონტაჟი უკვე დასრულებულია. სამუშაოებს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია "დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი" ახორციელებს.
პარალელურად მიმდინარეობს ორი ახალი სასრიალო ტრასის - "კობი 3" და "ტატრა 3" - მოწყობა. მათი საერთო სიგრძე 6 კილომეტრია. პროექტის დასრულების შემდეგ გუდაურის სასრიალო ტრასების ჯამური სიგრძე 86 კილომეტრამდე გაიზრდება.
"სოლიკოსა" და "კიკილოს" ტრასებზე დაწყებულია ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოწყობის სამუშაოები, რომლებიც ჯამში 7 500 მეტრის სიგრძის მონაკვეთს მოიცავს. დაგეგმილია "ახალი გუდაურას" ტრასის განათებაც, რაც ღამის სრიალის შესაძლებლობას შექმნის. სამუშაოები დეკემბერში დასრულდება.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა).
ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის მეორე ნახევარში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.