საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ახალ რეკორდს ამყარებს

© photo: Sputnik / Mikhail Kutuzov / გადასვლა მედიაბანკშიდოლარები
დოლარები - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2026
გამოწერა
2025 წელს საერთაშორისო რეზერვები 1.709,5 მლნ დოლარით გაიზარდა, 2024 წელს 562,1 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო 2023 წელს 101,5 მლნ დოლარით გაიზარდა.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. 2026 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 8,17 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს, განაცხადეს ეროვნულ ბანკში.
წინა ჯერზე ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ მაქსიმუმს 2026 წლის 31 აგვისტოს – 8,14 მილიარდ დოლარს მიაღწია.
სექტემბერში რეზერვები 26,4 მლნ დოლარით გაიზარდა, ხოლო წლის დასაწყისიდან — თითქმის 2 მლრდ დოლარით. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება დაკავშირებულია მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებთან სავალუტო ბაზარზე, ასევე ოქროს ღირებულების ზრდასთან.
2025 წელს საერთაშორისო რეზერვები 1.709,5 მლნ დოლარით გაიზარდა, 2024 წელს 562,1 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო 2023 წელს 101,5 მლნ დოლარით გაიზარდა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის რეზერვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს და 6,6 მლრდ დოლარს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე.
მათი სტრუქტურა მოიცავს ფასიან ქაღალდებში განთავსებულ სახსრებს (5 მლრდ დოლარი) და ვალუტას, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე (1,5 მლრდ აშშ დოლარი).
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 472,5 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,6 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში სახსრებმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. რეზერვებში ოქრო შეადგენს 1,05 მლრდ დოლარს (რეზერვების მთლიანი მოცულობის 12,9%).
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება უარყოფითი მნიშვნელობისაა და შეადგინა -23 ათასი დოლარი.
ყველა ახალი ამბავი
0