https://sputnik-georgia.com/20261009/rusetisa-da-ass-is-prezidentebs-soris-satelefono-saubari-sedga-trampi-sedegit-kmayofilia-301086153.html
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა — ტრამპი შედეგით კმაყოფილია
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა — ტრამპი შედეგით კმაყოფილია
Sputnik საქართველო
ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა. 09.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-09T23:28+0400
2026-10-09T23:28+0400
2026-10-09T23:28+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ
რუსეთი
ვლადიმირ პუტინი
დონალდ ტრამპი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24577/65/245776546_0:0:2624:1475_1920x0_80_0_0_89baaccf354fbc5adc6fc1c0ab71f324.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.ტრამპმა ასევე დასძინა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ შეიტანს ამერიკულ და მსოფლიო ბაზარზე 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, კიდევ 500 000 ტონას - ნოემბერში, ხოლო შემდგომ - 1 მილიონ ტონას.„გარდა ამისა, მათი დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთი მოკლე დროში კიდევ 3 000 000 ტონა დიზელის საწვავს მოგვაწვდის“, - დაწერა ტრამპმა Truth Socia-ში.აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმებების შედეგად, დიზელის საწვავზე მსოფლიო ფასები რეკორდული ტემპით დაიწყებს კლებას.„ჰორმუზის სრუტეზე ჩვენი სრული კონტროლისა და რუსული ენერგიის შესახებ ამ შესანიშნავი განცხადების წყალობით, ამერიკელებისთვის და, მართლაც, მთელი მსოფლიოსთვის დიზელის ფასები რეკორდული მაჩვენებლით და სწრაფად შემცირდება!“ - დაწერა მან.ორი სახელმწიფოს ლიდერებს შორის გამართული სატელეფონო საუბარი წელს მეექვსე, ხოლო 2025 წელს ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ — მეთექვსმეტე იყო. სახელმწიფოს მეთაურები ბოლოს ერთი თვის წინ, 8 სექტემბერს ესაუბრნენ ერთმანეთს.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24577/65/245776546_0:0:2624:1967_1920x0_80_0_0_4361e3dfe5e350d87241d5c0f8e84c26.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპი
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპი
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა — ტრამპი შედეგით კმაყოფილია
ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„ახლახან დავასრულე ძალიან წარმატებული სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან“, - დაწერა ამერიკის ლიდერმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში პარასკევს საღამოს.
ტრამპმა ასევე დასძინა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ შეიტანს ამერიკულ და მსოფლიო ბაზარზე 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, კიდევ 500 000 ტონას - ნოემბერში, ხოლო შემდგომ - 1 მილიონ ტონას.
„გარდა ამისა, მათი დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთი მოკლე დროში კიდევ 3 000 000 ტონა დიზელის საწვავს მოგვაწვდის“, - დაწერა ტრამპმა Truth Socia-ში.
აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმებების შედეგად, დიზელის საწვავზე მსოფლიო ფასები რეკორდული ტემპით დაიწყებს კლებას.
„ჰორმუზის სრუტეზე ჩვენი სრული კონტროლისა და რუსული ენერგიის შესახებ ამ შესანიშნავი განცხადების წყალობით, ამერიკელებისთვის და, მართლაც, მთელი მსოფლიოსთვის დიზელის ფასები რეკორდული მაჩვენებლით და სწრაფად შემცირდება!“ - დაწერა მან.
ორი სახელმწიფოს ლიდერებს შორის გამართული სატელეფონო საუბარი წელს მეექვსე, ხოლო 2025 წელს ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ — მეთექვსმეტე იყო. სახელმწიფოს მეთაურები ბოლოს ერთი თვის წინ, 8 სექტემბერს ესაუბრნენ ერთმანეთს.