რუსეთის საგარეო უწყება: Starlink-ს უცხოეთიდან საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის იყენებენ

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2026
გამოწერა
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, Starlink-ის მეშვეობით არსებობს ქვეყნების საქმეებში ჩარევისა და იქ პროტესტის ორგანიზების შესაძლებლობაც კი.
თბილისი, 09 ოქტომბერი – Sputnik. Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის სისტემები უკვე გამოიყენება საზღვარგარეთიდან პროტესტის ორგანიზებისთვის — როგორც ეს ირანსა და ვენესუელაში მოხდა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო საინფორმაციო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი აკულჩევმა.
პარასკევს იგი სიტყვით გამოვიდა II გლობალური ციფრული ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „საერთაშორისო თანამშრომლობა საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში“. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, Starlink-ის მეშვეობით არსებობს ქვეყნების საქმეებში ჩარევისა და იქ პროტესტის ორგანიზების შესაძლებლობაც კი.
„ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა ირანში 2022 წელს და ვენესუელაში 2024 წელს“, — განაცხადა აკულჩევმა.
II გლობალური ციფრული ფორუმი მოსკოვში 8-10 ოქტომბრის პერიოდში იმართება. РИА Новости - ფორუმის გენერალური მედიაპარტნიორია.
ყველა ახალი ამბავი
0