როგორ იხსნა რუსეთმა ქართული კვერცხის ბაზარი – ვიდეო

გამოწერა
საქართველოში კვერცხისა და ქათმის ხორცის ფასი სტაბილური დარჩებაახალ წლამდე – ასეთია მეფრინველეობის განვითარების ასოციაციისპროგნოზი.
მიუხედავად საწვავისა და შეფუთვის გაძვირებისა, მწარმოებლებმა ამ დრომდე შეძლეს ფასების შენარჩუნება. ამის მთავარი მიზეზია რუსეთიდან
შემოტანილი საკვების ღირებულების 50%-ზე მეტით შემცირება. სწორედ საკვები შეადგენს მეფრინველეობის პროდუქციის თვითღირებულების 70%-ზე მეტს.

საკვების გაიაფების წყალობით, ქართველმა მწარმოებლებმა შეძლეს
სხვა ხარჯების ზრდის კომპენსირება და ფასების მატების თავიდან აცილება. საქართველოში სიმინდის კარგმა მოსავალმა დამატებითი მხარდაჭერა
გაუწია დარგს.

ვითარებაზე ასევე გავლენა იქონია რეგიონში საომარი მოქმედებების გამო
ირანში მარცვლეულის ექსპორტის შემცირებამ. შედეგად, მწარმოებლები
ჯერჯერობით ახერხებენ გაზრდილი ხარჯების კომპენსირებას.
ყველა ახალი ამბავი
0