https://sputnik-georgia.com/20261009/ramdenit-gaizarda-sapensio-aqtivebi-saqartvelosi-seqtembris-monacemebi-301067905.html
რამდენით გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - სექტემბრის მონაცემები
რამდენით გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - სექტემბრის მონაცემები
Sputnik საქართველო
აგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა. 09.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-09T09:35+0400
2026-10-09T09:35+0400
2026-10-09T09:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპენსიო სააგენტო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/79/234437987_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_738be92035d9ba080c2fdaa1c44c6f4b.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საპენსიო აქტივების ღირებულებამ 30 სექტებმრის მდგომარეობით 10,1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში. ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში თითქმის 1,8 მილიონი ადამიანია ჩართული. აქედან დაგროვებითი პენსიით ამ დრომდე ისარგებლა 37 ათასზე მეტმა ადამიანმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 193,6 მლნ ლარი. საპენსიო ფონდის ინფორაციით, სექტემბრის ბოლოსთვის, ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3 მილიარდ ლარს მიუახლოვდა. ამ პერიოდში ლიდერობს დინამიკური პორტფელი. რეალური შემოსავლიანობა , ინფლაციის გათვალისწინებით, 2023 წლის 6 აგვისტოდან 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ასეთია: პორტფელებს შორის ძირითადი განსხვავება გლობალური აქციების წილში მდგომარეობს. სექტემბრის ბოლოსთვის, აქციების წილი დინამიკურ პორტფელში შეადგენდა 57,2%-ს, საბალანსო პორტფელში – 37,2%-ს, ხოლო კონსერვატიულში – 18,1%-ს. დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა. შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/79/234437987_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_4e121cbd929fd6c363e73a03370fdad4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპენსიო სააგენტო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საპენსიო სააგენტო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
რამდენით გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - სექტემბრის მონაცემები
აგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საპენსიო აქტივების ღირებულებამ 30 სექტებმრის მდგომარეობით 10,1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში თითქმის 1,8 მილიონი ადამიანია ჩართული. აქედან დაგროვებითი პენსიით ამ დრომდე ისარგებლა 37 ათასზე მეტმა ადამიანმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 193,6 მლნ ლარი.
საპენსიო ფონდის ინფორაციით, სექტემბრის ბოლოსთვის, ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3 მილიარდ ლარს მიუახლოვდა.
ამ პერიოდში ლიდერობს დინამიკური პორტფელი.
რეალური შემოსავლიანობა , ინფლაციის გათვალისწინებით, 2023 წლის 6 აგვისტოდან 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ასეთია:
დინამიური პორტფელი – 9,4%;
დაბალანსებული პორტფელი –8,52 %;
კონსერვატიული პორტფელი – 4,40%.
პორტფელებს შორის ძირითადი განსხვავება გლობალური აქციების წილში მდგომარეობს. სექტემბრის ბოლოსთვის, აქციების წილი დინამიკურ პორტფელში შეადგენდა 57,2%-ს, საბალანსო პორტფელში – 37,2%-ს, ხოლო კონსერვატიულში – 18,1%-ს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.