https://sputnik-georgia.com/20261009/nobelis-premia-msvidobis-dargsi-gaeros-adamianis-uflebata-umarles-komisars-gadaeca-301078264.html
ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გაერო-ს ადამიანის უფლებათა ყოფილ უმაღლეს კომისარს გადაეცა
ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გაერო-ს ადამიანის უფლებათა ყოფილ უმაღლეს კომისარს გადაეცა
Sputnik საქართველო
ნობელის კომიტეტში განმარტეს, რომ პილაი პასუხისმგებლობას აკისრებდა სახელმწიფოებსა და ქვეყნების ლიდერებს და, ამავდროულად, იმედს უსახავდა ძალადობისა და... 09.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-09T16:44+0400
2026-10-09T16:44+0400
2026-10-09T16:44+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ნობელის პრემია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/09/301077169_0:211:2891:1837_1920x0_80_0_0_c49c388128c85c1ecefc15d771e93440.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. მშვიდობის დარგში ნობელის 2026 წლის პრემია სამხრეთაფრიკელ იურისტს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა ყოფილ უმაღლეს კომისარს, ნავი პილაის (Navi Pillay) გადაეცა, განაცხადეს ოსლოში ნობელის კომიტეტში.როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, პილაის ჯილდო მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის ხელშეწყობისთვის მიენიჭა.„უნივერსალური სამართლებრივი პრინციპებისადმი ერთგულება და მტკიცე მორალური ორიენტირები ნავი პილაის ხანგრძლივი კარიერის უცვლელი თვისებები იყო“, — განაცხადეს კომიტეტში.ნობელის კომიტეტმა აღნიშნა, რომ პილაი პასუხისმგებლობას აკისრებდა სახელმწიფოებსა და ქვეყნების ლიდერებს და, ამავდროულად, იმედს უსახავდა ძალადობისა და კონფლიქტების მსხვერპლთ.წინა წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია პოლიტიკოს მარია კორინა მაჩადოს მიენიჭა „ვენესუელის ხალხის დემოკრატიული უფლებების განმტკიცებისთვის გაწეული დაუღალავი საქმიანობისთვის“. მაჩადო ვენესუელის დემოკრატიული მოძრაობის ლიდერად და ქვეყნის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გამაერთიანებელ საკვანძო ფიგურად მიიჩნევა.პრემიის მოპოვების იმედი წინა წელს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც ჰქონდა; ის თვლიდა რომ მას საკმაოდ მაღალი შანსები ჰქონდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/09/301077169_81:0:2812:2048_1920x0_80_0_0_974847edb084ce9eb4b43f9fe1936acb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ნობელის პრემია
მსოფლიოს ახალი ამბები, ნობელის პრემია
ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გაერო-ს ადამიანის უფლებათა ყოფილ უმაღლეს კომისარს გადაეცა
ნობელის კომიტეტში განმარტეს, რომ პილაი პასუხისმგებლობას აკისრებდა სახელმწიფოებსა და ქვეყნების ლიდერებს და, ამავდროულად, იმედს უსახავდა ძალადობისა და კონფლიქტების მსხვერპლებს
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. მშვიდობის დარგში ნობელის 2026 წლის პრემია სამხრეთაფრიკელ იურისტს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა ყოფილ უმაღლეს კომისარს, ნავი პილაის (Navi Pillay) გადაეცა, განაცხადეს ოსლოში ნობელის კომიტეტში.
როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, პილაის ჯილდო მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის ხელშეწყობისთვის მიენიჭა.
„უნივერსალური სამართლებრივი პრინციპებისადმი ერთგულება და მტკიცე მორალური ორიენტირები ნავი პილაის ხანგრძლივი კარიერის უცვლელი თვისებები იყო“, — განაცხადეს კომიტეტში.
ნობელის კომიტეტმა აღნიშნა, რომ პილაი პასუხისმგებლობას აკისრებდა სახელმწიფოებსა და ქვეყნების ლიდერებს და, ამავდროულად, იმედს უსახავდა ძალადობისა და კონფლიქტების მსხვერპლთ.
წინა წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია პოლიტიკოს მარია კორინა მაჩადოს მიენიჭა „ვენესუელის ხალხის დემოკრატიული უფლებების განმტკიცებისთვის გაწეული დაუღალავი საქმიანობისთვის“. მაჩადო ვენესუელის დემოკრატიული მოძრაობის ლიდერად და ქვეყნის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გამაერთიანებელ საკვანძო ფიგურად მიიჩნევა.
პრემიის მოპოვების იმედი წინა წელს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც ჰქონდა; ის თვლიდა რომ მას საკმაოდ მაღალი შანსები ჰქონდა.