https://sputnik-georgia.com/20261009/didubis-metrostan-mdebare-sam-kvebis-obieqtsi-kritikuli-seusabamobebi-gamovlinda-301078908.html
დიდუბის მეტროსთან მდებარე სამ კვების ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს
დიდუბის მეტროსთან მდებარე სამ კვების ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს
Sputnik საქართველო
სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ბიზნესოპერატორმა დაიცვას სურსათის უვნებლობის დადგენილი სტანდარტები. 09.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-09T19:48+0400
2026-10-09T19:48+0400
2026-10-09T19:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
სურსათის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262056503_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_264292a60ccd9a132392660dd1c685e0.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, დიდუბის მეტროსთან მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, სააგენტოს ინსპექტორებმა თბილისში არარეგისტრირებული საზოგადოებრივი კვების ობიექტები გამოავლინეს, რომლებიც საქმიანობას სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით ეწეოდნენ. არაგეგმური შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ 3 ინდივიდუალური მეწარმე (ტრანსპორტის ქ. N1 და მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორია) არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ამავდროულად, კვების ობიექტებში დაფიქსირდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები (სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია). გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ. სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ბიზნესოპერატორი რეგისტრირებული იყოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაიცვას სურსათის უვნებლობის დადგენილი სტანდარტები
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262056503_181:0:2912:2048_1920x0_80_0_0_ddd98baf214a93b582a063a90ee16afe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, სურსათის ეროვნული სააგენტო
დიდუბის მეტროსთან მდებარე სამ კვების ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს
სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ბიზნესოპერატორმა დაიცვას სურსათის უვნებლობის დადგენილი სტანდარტები.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, დიდუბის მეტროსთან მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სააგენტოს ინსპექტორებმა თბილისში არარეგისტრირებული საზოგადოებრივი კვების ობიექტები გამოავლინეს, რომლებიც საქმიანობას სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით ეწეოდნენ.
არაგეგმური შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ 3 ინდივიდუალური მეწარმე (ტრანსპორტის ქ. N1 და მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორია) არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ამავდროულად, კვების ობიექტებში დაფიქსირდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები (სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია).
გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ.
სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ბიზნესოპერატორი რეგისტრირებული იყოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაიცვას სურსათის უვნებლობის დადგენილი სტანდარტები