ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული „კუკუშკა“ მატარებელი თავის მარშრუტს დეკემბრიდან დაუბრუნდება

© FB / Bakuriani"კუკუშკა" მატარებელი
კუკუშკა მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2026
გამოწერა
ვიცე-პრემიერის განცხადებით, სპეციალურად ამ პროექტისთვის შერჩეული ვაგონების დიზაინი ბაკურიანის ბუნებრივ გარემოსა და ისტორიულ ხასიათს განსაკუთრებულად ერწყმის.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. დეკემბრიდან ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა, ყველასთვის საყვარელი ე.წ. კუკუშკა კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ქვრივიშვილის განცხადებით, რკინიგზა აკავშირებს ადამიანებს, ქალაქებსა, რეგიონებს და ქმნის ქვეყნის განვითარების ახალ შესაძლებლობებს.
"სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და სპეციალურად ამ პროექტისთვის შერჩეული ვაგონების დიზაინი ბაკურიანის ბუნებრივ გარემოსა და ისტორიულ ხასიათს განსაკუთრებულად ერწყმის. გვინდოდა, ეს ყოფილიყო არა მხოლოდ განახლებული მატარებული, არამედ ის ატმოსფერო და განწყობა, რომელიც ამ უნიკალურ მარშრუტს ათწლეულების განმავლობაში ახლდა", – აღნიშნა მინისტრმა.
ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი საქართველოს რკინიგზის ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი მონაკვეთია, რომლის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და 1902 წელს ბორჯომი-ხარაგაულის უბანზე გაიხსნა.
ხაზის სიგრძე 37,2 კილომეტრია, მაგრამ რელიეფის სირთულის გათვალისწინებით გზის გავლას 2,5 საათი სჭირდება.
ბორჯომსა და ბაკურიანს შორის სარკინიგზო ხაზზე დიდი ხნის განმავლობაში მოძრაობდა მცირე ორთქლმავალი, რის გამოც დღეს არსებულ ელექტროშემადგენლობასაც რუსული ორთქლმავლის მეტსახელი "კუკუშკა" შემორჩა. მატარებელი 2020 წლიდან არ ფუნქციონირებს.
ყველა ახალი ამბავი
0