https://sputnik-georgia.com/20261008/saqartvelos-sagareo-saqmeta-ministri-ucxouri-fuli-unda-gavides-politikidan-301049195.html
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: უცხოური ფული უნდა გავიდეს პოლიტიკიდან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: უცხოური ფული უნდა გავიდეს პოლიტიკიდან
Sputnik საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკური სისტემის უცხოური ჩარევისგან დაცვა ხელისუფლების ვალდებულებაა. 08.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-08T13:49+0400
2026-10-08T13:49+0400
2026-10-08T13:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/18/300772990_0:133:1354:895_1920x0_80_0_0_477004560f24cadad136755b06ac704f.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში პოლიტიკური პარტიების უცხოური დაფინანსება მიუღებელია, მათ შორის შემოვლითი გზებითაც, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.მისი თქმით, ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი სწორედ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური სისტემისა და დემოკრატიული განვითარების დასაცავად მიიღო.მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონის მიღების შემდეგ დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლის მცდელობებს ჰქონდა ადგილი, რის გამოც კანონმდებლობაში არაერთხელ შევიდა ცვლილებები და დამატებები.ბოჭორიშვილის თქმით, აღნიშნული ზომების მიზანია ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფულისა და გავლენის შემოდინების შეჩერება.მან ასევე განაცხადა, რომ უცხოური სტრუქტურები მხარს უჭერენ ქართულ ოპოზიციასა და რადიკალურ ჯგუფებს, რაც, მისი შეფასებით, ეწინააღმდეგება დემოკრატიის საფუძვლებს.ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა ევროკავშირისა და გერმანული ფონდების მხრიდან „გამჭვირვალობის“ კანონის მიმართ გამოთქმული კრიტიკა. მან განაცხადა, რომ კანონის მიღების მიზეზების შეფასებისას აუცილებელია იმ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინება, რომელშიც ის იქნა მიღებული, ასევე — საპარლამენტო არჩევნების ირგვლივ განვითარებული მოვლენები და ჩარევის სავარაუდო მცდელობები.საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო წყობილების, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაცაა.ბოლო დღეებში საქართველოში მოქმედმა ოთხმა გერმანულმა ფონდმა — კონრად ადენაუერის ფონდმა, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა, ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა და ფრიდრიხ ებერტის ფონდმა — საქმიანობა შეაჩერა. საქართველოში გერმანიის ელჩმა ბარბარა ფოსმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მოქმედი გერმანული ფონდების დახურვა „გავლენას მოახდენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე“.კანონი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" (ამერიკული კანონის, FARA-ს ქართული ვერსია) ძალაში 2025 წლის 31 მაისს შევიდა, სწორედ მაშინ ამოქმედდა „უცხოელი აგენტების“ ან, როგორც მათ საქართველოში ოფიციალურად უწოდებენ, „უცხოური პრინციპალის აგენტების“ რეგისტრაციის ვებგვერდი. კანონი ამოქმედდა ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილის პროტესტის მიუხედავად, მისი მიღება გახდა ერთ-ერთი მიზეზი აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებისა, რომლებიც საქართველოსგან კანონის გაუქმებას მოითხოვენ.კანონი უკვე გასაჩივრდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუმცა თავად ვებსაიტზე 2025 წლიდან არც ერთი აგენტი არ გამოჩენილა.ამასობაში, საქართველოს მთავრობამ თავისი კონტროლის ქვეშ აიყვანა საქართველოში უცხოური დაფინანსების მართვა, რაც უცხოური გრანტების დამტკიცებას გულისხმობს. ამ სირთულეების გამო, ქვეყნის წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრაქტიკულად შეწყვიტეს ფუნქციონირება, დახურეს პროექტები, მათ შორის ის პროექტები, რომლებიც მოსახლეობის დახმარებას ისახავდა მიზნად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/18/300772990_0:6:1354:1022_1920x0_80_0_0_dd96eeefc900c0ea6c966aea9bdf9ac4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: უცხოური ფული უნდა გავიდეს პოლიტიკიდან
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკური სისტემის უცხოური ჩარევისგან დაცვა ხელისუფლების ვალდებულებაა.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში პოლიტიკური პარტიების უცხოური დაფინანსება მიუღებელია, მათ შორის შემოვლითი გზებითაც, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი სწორედ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური სისტემისა და დემოკრატიული განვითარების დასაცავად მიიღო.
„ჩვენ ძალიან მარტივად ვთქვით გამჭვირვალობის კანონით, რომ ვერ დაფინანსდება საქართველოში პოლიტიკური პარტიები უცხოეთიდან. ვერც შემოვლითი გზით“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონის მიღების შემდეგ დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლის მცდელობებს ჰქონდა ადგილი, რის გამოც კანონმდებლობაში არაერთხელ შევიდა ცვლილებები და დამატებები.
ბოჭორიშვილის თქმით, აღნიშნული ზომების მიზანია ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფულისა და გავლენის შემოდინების შეჩერება.
მან ასევე განაცხადა, რომ უცხოური სტრუქტურები მხარს უჭერენ ქართულ ოპოზიციასა და რადიკალურ ჯგუფებს, რაც, მისი შეფასებით, ეწინააღმდეგება დემოკრატიის საფუძვლებს.
„უცხოური ჩარევები მიუღებელია ყველასთვის, როდესაც პოლიტიკაზე ვსაუბრობთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა ევროკავშირისა და გერმანული ფონდების მხრიდან „გამჭვირვალობის“ კანონის მიმართ გამოთქმული კრიტიკა. მან განაცხადა, რომ კანონის მიღების მიზეზების შეფასებისას აუცილებელია იმ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინება, რომელშიც ის იქნა მიღებული, ასევე — საპარლამენტო არჩევნების ირგვლივ განვითარებული მოვლენები და ჩარევის სავარაუდო მცდელობები.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო წყობილების, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაცაა.
ბოლო დღეებში საქართველოში მოქმედმა ოთხმა გერმანულმა ფონდმა — კონრად ადენაუერის ფონდმა, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა, ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა და ფრიდრიხ ებერტის ფონდმა — საქმიანობა შეაჩერა. საქართველოში გერმანიის ელჩმა ბარბარა ფოსმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მოქმედი გერმანული ფონდების დახურვა „გავლენას მოახდენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე“.
კანონი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" (ამერიკული კანონის, FARA-ს ქართული ვერსია) ძალაში 2025 წლის 31 მაისს შევიდა, სწორედ მაშინ ამოქმედდა „უცხოელი აგენტების“ ან, როგორც მათ საქართველოში ოფიციალურად უწოდებენ, „უცხოური პრინციპალის აგენტების“ რეგისტრაციის ვებგვერდი. კანონი ამოქმედდა ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილის პროტესტის მიუხედავად, მისი მიღება გახდა ერთ-ერთი მიზეზი აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებისა, რომლებიც საქართველოსგან კანონის გაუქმებას მოითხოვენ.
კანონი უკვე გასაჩივრდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუმცა თავად ვებსაიტზე 2025 წლიდან არც ერთი აგენტი არ გამოჩენილა.
ამასობაში, საქართველოს მთავრობამ თავისი კონტროლის ქვეშ აიყვანა საქართველოში უცხოური დაფინანსების მართვა, რაც უცხოური გრანტების დამტკიცებას გულისხმობს. ამ სირთულეების გამო, ქვეყნის წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრაქტიკულად შეწყვიტეს ფუნქციონირება, დახურეს პროექტები, მათ შორის ის პროექტები, რომლებიც მოსახლეობის დახმარებას ისახავდა მიზნად.