საქართველოს ნეიტრალიტეტი: თბილისში მასშტაბური ფორუმისთვის ემზადებიან

© United Neutral Georgiaპოლიტიკური პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“
პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2026
გამოწერა
ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 10-ზე მეტი მომხსენებელი რვა ქვეყნიდან
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში 5-6 ნოემბერს გაიმართება მასშტაბური საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით „საქართველო – მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმა“, რომელიც ქვეყნის ნეიტრალიტეტის პერსპექტივებს მიეძღვნება.
ღონისძიების ორგანიზატორია პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“. ფორუმის თანაორგანიზატორია პასკალ ლოტაზი — „ნეიტრალიტეტის კვლევების ცენტრის“ (Neutrality Studies) დამფუძნებელი და კიოტოს უნივერსიტეტის შვეიცარიელი პროფესორი.
როგორც მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, ფორუმის მიზანია ნეიტრალიტეტის კონცეფციის შესახებ რაციონალური დისკუსიისთვის პლატფორმის შექმნა.
„ილუზიების და დოგმების ნაცვლად ვცდილობთ დავამკვიდროთ ახალი პოლიტიკური კულტურა და წარიმართოს საგნობრივი, შინაარსობრივი, რაციონალური მსჯელობა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით და სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე ჩვენ ვმართავთ თბილისში მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმს ნეიტრალიტეტის კვლევის ცენტრის დამფუძნებელ შვეიცარიელ პროფესორ პასკალ ლოტაზთან ერთად, სადაც ჩვენ შევქმნით პლატფორმას იმისათვის, რომ ნეიტრალიტეტის იდეაზე წარიმართოს რაციონალური მსჯელობა“, - განაცხადა შაქარიშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში თანამედროვე გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მოხდება ნეიტრალიტეტის პერსპექტივების გაანალიზება და რაციონალური მსჯელობა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ათზე მეტი სპიკერი მსოფლიოს რვა ქვეყნიდან, რომლებიც აკადემიურ, სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებს წარმოადგენენ.
ორგანიზატორები მიზნად ისახავენ პლატფორმის შექმნას საქართველოს ნეიტრალური სტატუსის შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესახებ ღია დისკუსიისთვის. აღნიშნული ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ნეიტრალიტეტის იდეის საწინააღმდეგო პროპაგანდისთვის ხშირად იყენებენ ცრუ იარლიყებს, რისი საშუალებითაც საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას ცდილობენ.
პარტია ნეიტრალიტეტს ხედავს არა როგორც დროებით მანევრს ან სისუსტის გამოხატულებას, არამედ როგორც სახელმწიფოს სტრუქტურულ ჩარჩოს, რომელიც ხანგრძლივად განსაზღვრავს საქართველოს ადგილს გეოპოლიტიკურ სისტემებში და ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, აცხადებენ „ერთიან ნეიტრალურ საქართველოში“.
ყველა ახალი ამბავი
0