https://sputnik-georgia.com/20261008/saqartvelos-da-rusetis-eklesiebi-rusetsi-mdebare-qartuli-taqris-ardgenaze-msjeloben-301060428.html
საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები რუსეთში მდებარე ქართული ტაძრის აღდგენაზე მსჯელობენ
საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები რუსეთში მდებარე ქართული ტაძრის აღდგენაზე მსჯელობენ
Sputnik საქართველო
ეკლესიის აღდგენაში ქართველი მეცნიერებიც მიიღებენ მონაწილეობას, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა. 08.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-08T15:50+0400
2026-10-08T15:50+0400
2026-10-08T15:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველოს საპატრიარქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/12/279655390_0:240:1280:960_1920x0_80_0_0_f2bd1c46968f803194564773d7430553.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის მიმდინარეობს დიალოგი რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე, ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი (სევრიუკი), ეწვია საპატრიარქოს რეზიდენციას თბილისში. სტუმრებმა შიო III-ს პატრიარქის ტახტზე აღსაყდრება მიულოცეს, რუსეთის პატრიარქის მილოცვა გადასცეს და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.„ძალიან დიდი ქართველი მოსახლეობაა რუსეთში, ისინი აღმსარებლები არიან, იქ არის ქართული ტაძრები. რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელსაც საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს რუსეთი და ჩვენ დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე, რომელზეც მათ თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქ იქნებიან ჩართულები რეაბილიტაციაში“, - განაცხადა ადრე ჯაღმაიძემ.მისი თქმით, ტაძარი, რომელზეც არის საუბარი, მოსკოვში არ მდებარეობს, ხოლო მუშაობის დაწყების შემდეგ კი კონკრეტულ დეტალებს გაავრცელებენ.საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა ცალმხრივად აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. საპასუხოდ, თბილისმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან და საკანონმდებლო დონეზე ეს ტერიტორიები ოკუპირებულად გამოაცხადა.საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დაასახელეს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის შენარჩუნებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/12/279655390_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_026abfd65d72b7af46b528bab8ecb7d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს საპატრიარქო
საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები რუსეთში მდებარე ქართული ტაძრის აღდგენაზე მსჯელობენ
ეკლესიის აღდგენაში ქართველი მეცნიერებიც მიიღებენ მონაწილეობას, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის მიმდინარეობს დიალოგი რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე, ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.
დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი (სევრიუკი), ეწვია საპატრიარქოს რეზიდენციას თბილისში. სტუმრებმა შიო III-ს პატრიარქის ტახტზე აღსაყდრება მიულოცეს, რუსეთის პატრიარქის მილოცვა გადასცეს და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„ძალიან დიდი ქართველი მოსახლეობაა რუსეთში, ისინი აღმსარებლები არიან, იქ არის ქართული ტაძრები. რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელსაც საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს რუსეთი და ჩვენ დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე, რომელზეც მათ თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქ იქნებიან ჩართულები რეაბილიტაციაში“, - განაცხადა ადრე ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, ტაძარი, რომელზეც არის საუბარი, მოსკოვში არ მდებარეობს, ხოლო მუშაობის დაწყების შემდეგ კი კონკრეტულ დეტალებს გაავრცელებენ.
საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა ცალმხრივად აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. საპასუხოდ, თბილისმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან და საკანონმდებლო დონეზე ეს ტერიტორიები ოკუპირებულად გამოაცხადა.
საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დაასახელეს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის შენარჩუნებით.