https://sputnik-georgia.com/20261008/rubio-ukrainasi-daregulirebis-procesi-cixsi-sevida-301071212.html
რუბიო: უკრაინაში დარეგულირების პროცესი ჩიხში შევიდა
რუბიო: უკრაინაში დარეგულირების პროცესი ჩიხში შევიდა
Sputnik საქართველო
რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ აშშ კვლავაც გააგრძელებს ყველა ძალისხმევას, რათა კონფლიქტი მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს. 08.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-08T23:06+0400
2026-10-08T23:06+0400
2026-10-08T23:56+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
აშშ
უკრაინა
ვლადიმირ პუტინი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/09/295707904_0:75:1515:927_1920x0_80_0_0_bddfc6afc328348369f1c4715d812d14.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების პროცესი ჩიხში შევიდა, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.მისი თქმით, უკრაინული კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართულ დიპლომატიურ პროცესში ამჟამად ჩიხური სიტუაციაა შექმნილი. მიუხედავად ამისა, აშშ განაგრძობს ძალისხმევას მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით.მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის დასრულება როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მხრიდან ორმხრივ დათმობებს მოითხოვს.„მოლაპარაკებების გზით საკითხის მოსაგვარებლად და მშვიდობის მისაღწევად თითოეულმა მხარემ რაღაც უნდა დათმოს“, — ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე ინარჩუნებს პოზიციას, რომლის თანახმადაც კონფლიქტი დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს და ქვეყანა ამ პროცესს ყველა შესაძლო გზით შეუწყობს ხელს. ამავდროულად, რუბიოს აზრით, კონფლიქტი სამართლიანად და მყარ და არა დროებით საფუძველზე უნდა დასრულდეს.„ჩვენ გვსურს, ვიხილოთ ამ ომის დარეგულირება მოლაპარაკებების გზით — ისეთი დარეგულირება, რომელიც იქნებოდა მუდმივი, მყარი და სამართლიანი. სწორედ ამისკენ ვისწრაფვით მომავალშიც“, — განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.მანამდე, „ვალდაის“ საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის 23-ე ყოველწლიური სხდომის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები, ევროპისგან განსხვავებით, უკრაინაში კონფლიქტის დასრულებისკენ მიისწრაფვის. კრემლში ასევე განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც 2026 წლის ზამთარში მოსკოვის, კიევისა და ვაშინგტონის მონაწილეობით სამმხრივ ფორმატში მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა, არც უკრაინა და არც ევროპა არ მიახლოებულან მოლაპარაკებების პროცესის განახლებასთან.
აშშ
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/09/295707904_90:0:1425:1001_1920x0_80_0_0_1ea2812056fd397310d887b24cfc80bb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , უკრაინა , ვლადიმირ პუტინი
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , უკრაინა , ვლადიმირ პუტინი
რუბიო: უკრაინაში დარეგულირების პროცესი ჩიხში შევიდა
23:06 08.10.2026 (განახლებულია: 23:56 08.10.2026) რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ აშშ კვლავაც გააგრძელებს ყველა ძალისხმევას, რათა კონფლიქტი მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების პროცესი ჩიხში შევიდა, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
მისი თქმით, უკრაინული კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართულ დიპლომატიურ პროცესში ამჟამად ჩიხური სიტუაციაა შექმნილი. მიუხედავად ამისა, აშშ განაგრძობს ძალისხმევას მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით.
„გულახდილად რომ ვთქვათ, როგორც ჩანს, ამჟამად ჩიხური სიტუაციაა... ჩვენ ვცდილობდით ამის (მოლაპარაკებების გზით მოგვარების - Sputnik) მიღწევას და ძალისხმევას კვლავაც გავაგრძელებთ“, — განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს ლისაბონში ვიზიტის დროს.
მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის დასრულება როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მხრიდან ორმხრივ დათმობებს მოითხოვს.
„მოლაპარაკებების გზით საკითხის მოსაგვარებლად და მშვიდობის მისაღწევად თითოეულმა მხარემ რაღაც უნდა დათმოს“, — ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე ინარჩუნებს პოზიციას, რომლის თანახმადაც კონფლიქტი დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს და ქვეყანა ამ პროცესს ყველა შესაძლო გზით შეუწყობს ხელს. ამავდროულად, რუბიოს აზრით, კონფლიქტი სამართლიანად და მყარ და არა დროებით საფუძველზე უნდა დასრულდეს.
„ჩვენ გვსურს, ვიხილოთ ამ ომის დარეგულირება მოლაპარაკებების გზით — ისეთი დარეგულირება, რომელიც იქნებოდა მუდმივი, მყარი და სამართლიანი. სწორედ ამისკენ ვისწრაფვით მომავალშიც“, — განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მანამდე, „ვალდაის“ საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის 23-ე ყოველწლიური სხდომის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები, ევროპისგან განსხვავებით, უკრაინაში კონფლიქტის დასრულებისკენ მიისწრაფვის. კრემლში ასევე განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც 2026 წლის ზამთარში მოსკოვის, კიევისა და ვაშინგტონის მონაწილეობით სამმხრივ ფორმატში მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა, არც უკრაინა და არც ევროპა არ მიახლოებულან მოლაპარაკებების პროცესის განახლებასთან.