ქალთა სპორტი საქართველოში: ჩემპიონთა ახალი თაობა – ვიდეო

გამოწერა
ქართველი ქალები სულ უფრო დამაჯერებლად მკვიდრდებიან ელიტურ სპორტში - ჭადრაკი, ფეხბურთი, კალათბურთი, ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, მძლეოსნობადა სხვა დისციპლინები.
ქალი სპორტსმენები დღეს საქართველოს წარმატებით წარმოადგენენ სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრზე. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჭადრაკს. სწორედ ქართველ მოჭადრაკე ქალებს — მათ შორის ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილსა და მაია ჩიბურდანიძეს, ათწლეულების განმავლობაში ქვეყნისთვის მსოფლიო აღიარება მოჰქონდათ.
თუმცა, საქართველოში ქალთა სპორტი უკვე დიდი ხანია გასცდა ჭადრაკის დაფის ფარგლებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი პოპულარობითა და ყურადღებით ჯერ კიდევ ჩამოუვარდება მამაკაცთა სპორტს. მისი განვითარება ქართველ გოგონებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის, ქვეყანას კი ახალ პერსპექტივებს უსახავს.
ყველა ახალი ამბავი
0