https://sputnik-georgia.com/20261008/putinsa-da-tramps-soris-satelefono-saubris-mo0mzadebasi-seferxebebi-ar-aris-peskovi-301071358.html
პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის მომზადებაში შეფერხებები არ არის - პესკოვი
პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის მომზადებაში შეფერხებები არ არის - პესკოვი
Sputnik საქართველო
რუსეთის და ამერიკის ლიდერები რეგულარულად საუბრობენ ტელეფონით, გასულ წელს კი სახელმწიფო მეთაურები პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. 08.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-08T18:35+0400
2026-10-08T18:35+0400
2026-10-09T00:07+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
ვლადიმირ პუტინი
დონალდ ტრამპი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/18/249277421_0:0:3155:1776_1920x0_80_0_0_673b44f075e3eb8115e7094e74866397.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის შეთანხმებაში შეფერხებები არ არის; ამის შესახებ რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.მისი თქმით, ორ ლიდერს შორის საუბრის ზუსტი დრო შეთანხმდება და სატელეფონო ზარი შედგება.„ჩვენ გაცნობებთ, როგორც კი საუბრის ზუსტი დრო შეთანხმდება და ის შედგება“, — განაცხადა პესკოვმა.აშშ-ის პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა რუს კოლეგასთან დაგეგმილი სატელეფონო საუბრის შესახებ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის შედგებოდა ეს საუბარი.კრემლში განმარტეს, რომ ზარის თაობაზე კონკრეტული შეთანხმებები არ ყოფილა, თუმცა აღინიშნა, რომ თუ ვაშინგტონი საუბრის ინიციატივას გამოიჩენდა, მოსკოვი მას დაუყოვნებლივ დათანხმდებოდა.რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ინარჩუნებენ კონტაქტს და ხშირად საუბრობენ ტელეფონით. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მეთაურებს შორის ბოლო საუბარი 8 სექტემბერს შედგა — მას შემდეგ, რაც აშშ-ის მომლაპარაკებლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვსა და კიევს ეწვივნენ. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და უკრაინის კრიზისის დარეგულირების საკითხს შეეხო.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/18/249277421_253:0:2984:2048_1920x0_80_0_0_178713ac344bf884b8a11ee808133f6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები, ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები, ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპი
პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის მომზადებაში შეფერხებები არ არის - პესკოვი
18:35 08.10.2026 (განახლებულია: 00:07 09.10.2026) რუსეთის და ამერიკის ლიდერები რეგულარულად საუბრობენ ტელეფონით, გასულ წელს კი სახელმწიფო მეთაურები პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის შეთანხმებაში შეფერხებები არ არის; ამის შესახებ რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ორ ლიდერს შორის საუბრის ზუსტი დრო შეთანხმდება და სატელეფონო ზარი შედგება.
„ჩვენ გაცნობებთ, როგორც კი საუბრის ზუსტი დრო შეთანხმდება და ის შედგება“, — განაცხადა პესკოვმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა რუს კოლეგასთან დაგეგმილი სატელეფონო საუბრის შესახებ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის შედგებოდა ეს საუბარი.
კრემლში განმარტეს, რომ ზარის თაობაზე კონკრეტული შეთანხმებები არ ყოფილა, თუმცა აღინიშნა, რომ თუ ვაშინგტონი საუბრის ინიციატივას გამოიჩენდა, მოსკოვი მას დაუყოვნებლივ დათანხმდებოდა.
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ინარჩუნებენ კონტაქტს და ხშირად საუბრობენ ტელეფონით. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მეთაურებს შორის ბოლო საუბარი 8 სექტემბერს შედგა — მას შემდეგ, რაც აშშ-ის მომლაპარაკებლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვსა და კიევს ეწვივნენ. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და უკრაინის კრიზისის დარეგულირების საკითხს შეეხო.