მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში: საქართველოს ნაკრებისთვის მეხუთე საშეჯიბრო დღე უმედლოდ დასრულდა

© photo: Sputnik / Stringerლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე. დიდი სლემი ძიუდოში. 2023 წელი
ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე. დიდი სლემი ძიუდოში. 2023 წელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2026
გამოწერა
მანამდე ნაკრებმა ჯამში სამი მედალი მოიპოვა
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (90 კგ), ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ (90 კგ) აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა მედლების გარეშე დაასრულეს.
ბექაურმა მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა მოქმედ ჩემპიონ იაპონელ სანშირო მურაოსთან იპონით წააგო, ხოლო მაისურაძე სერბ ბორის რუტოვიჩთან დამარცხდა.
ნინო გულბანი (70 კგ) მერვედფინალში შვედ იდა ერიქსონთან დამარცხდა.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
9 ოქტომბერს მედლისთვის ილია სულამანიძე (100კგ) იბრძოლებს.
მსოფლიო ჩემპიონატი ბაქოში 4 ოქტომბერს დაიწყო და 11 ოქტომბერს დასრულდება. ტურნირზე სულ მედლების 15 კომპლექტი გათამაშდება.
მსოფლიო ჩემპიონატი ბაქოში მეორედ ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0