https://sputnik-georgia.com/20261008/lurji-mocvis-qartveli-mwarmoeblebi-espanetsi-gamofenaze-wardgnen-301053075.html
ლურჯი მოცვის ქართველი მწარმოებლები ესპანეთში გამოფენაზე წარდგნენ
ლურჯი მოცვის ქართველი მწარმოებლები ესპანეთში გამოფენაზე წარდგნენ
Sputnik საქართველო
Fruit Attraction ქართული წარმოების ლურჯი მოცვის საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენისა და ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა... 08.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-08T15:24+0400
2026-10-08T15:24+0400
2026-10-08T15:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ესპანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252365719_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_ddbb4ab5ff4aada41b94e74b188dea2b.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო მადრიდში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction მონაწილეობს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. Fruit Attraction ხილისა და ბოსტნეულის სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად ესპანეთის დედაქალაქში იმართება. გამოფენაზე საქართველოს პავილიონი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო. ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვის მწარმოებელი შემდეგი კომპანიების სტენდები: "ჯეო აგრო ისთეითი", "ნიადაგი ჯგუფი", "აგროლეინი", ჯენტრი ინვესტმენტს", ,,აგრითაჩი", "კოლხური კენკრა", "აგრო ველი", "ნამიანი 1" და "ჯეო ორგანიკი" . გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი ესწრებოდნენ. ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსანდრე ჭკუასელის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქართული კომპანიების გამოფენებში მონაწილეობა, რადგან ეს არის კარგი საშუალება, საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩინდეს ქართული პროდუქციის ხარისხი და საექსპორტო პოტენციალი. გამოფენა ასევე კარგი შესაძლებლობაა ახალი კონტაქტების დამყარების და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პავილიონს მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე მარიო სტეტა სტუმრობდა. ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა მაღალმოსავლიანი კულტურების მოყვანაზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით, მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. მოცვის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზეა გაშენებული იმერეთის, სამეგრელოს, აჭარისა და გურიის რეგიონებში. ქართული ლურჯი მოცვი, იმ სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტი გახდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. მოცვი, ძირითადად, ექსპორტირებულია: რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სომხეთში, ნიდერლანდებში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. საქართველოდან მოცვის ექსპორტი 2026 წლის სეზონზე რეკორდულ მაჩვენებელზეა. 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში საზღვარგარეთ უკვე 10,2 ათასი ტონა მოცვია გატანილი, რომლის საერთო ღირებულებამ 64,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მოცვის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი არიან აშშ და ჩინეთი, ხოლო უმსხვილესი ექსპორტიორები - პერუ, ჩილე, ესპანეთი, კანადა და ნიდერლანდები. სწორედ ეს ხუთი ქვეყანა განსაზღვრავს საექსპორტო ფასს მთელ მსოფლიოში.
საქართველო
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252365719_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_97b0df90a11ede51b6bd7dae36bfd606.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ესპანეთი
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ესპანეთი
ლურჯი მოცვის ქართველი მწარმოებლები ესპანეთში გამოფენაზე წარდგნენ
Fruit Attraction ქართული წარმოების ლურჯი მოცვის საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენისა და ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, განაცხადეს სწოფლის განვითასრების სააგენტოში.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო მადრიდში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction მონაწილეობს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
Fruit Attraction ხილისა და ბოსტნეულის სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად ესპანეთის დედაქალაქში იმართება. გამოფენაზე საქართველოს პავილიონი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო.
ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვის მწარმოებელი შემდეგი კომპანიების სტენდები: "ჯეო აგრო ისთეითი", "ნიადაგი ჯგუფი", "აგროლეინი", ჯენტრი ინვესტმენტს", ,,აგრითაჩი", "კოლხური კენკრა", "აგრო ველი", "ნამიანი 1" და "ჯეო ორგანიკი" .
გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი ესწრებოდნენ.
"საერთაშორისო გამოფენა Fruit Attraction ქართული წარმოების ლურჯი მოცვის საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენისა და ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ჩვენი მიზანია, ქართველ მწარმოებლებს შევუწყოთ ხელი საერთაშორისო ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის წარდგენასა და ახალი პარტნიორების მოძიებაში", - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ავალიანმა.
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსანდრე ჭკუასელის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქართული კომპანიების გამოფენებში მონაწილეობა, რადგან ეს არის კარგი საშუალება, საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩინდეს ქართული პროდუქციის ხარისხი და საექსპორტო პოტენციალი. გამოფენა ასევე კარგი შესაძლებლობაა ახალი კონტაქტების დამყარების და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პავილიონს მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე მარიო სტეტა სტუმრობდა.
ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა მაღალმოსავლიანი კულტურების მოყვანაზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით, მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. მოცვის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზეა გაშენებული იმერეთის, სამეგრელოს, აჭარისა და გურიის რეგიონებში.
ქართული ლურჯი მოცვი, იმ სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტი გახდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. მოცვი, ძირითადად, ექსპორტირებულია: რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სომხეთში, ნიდერლანდებში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში.
საქართველოდან მოცვის ექსპორტი 2026 წლის სეზონზე რეკორდულ მაჩვენებელზეა. 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში საზღვარგარეთ უკვე 10,2 ათასი ტონა მოცვია გატანილი, რომლის საერთო ღირებულებამ 64,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მოცვის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი არიან აშშ და ჩინეთი, ხოლო უმსხვილესი ექსპორტიორები - პერუ, ჩილე, ესპანეთი, კანადა და ნიდერლანდები. სწორედ ეს ხუთი ქვეყანა განსაზღვრავს საექსპორტო ფასს მთელ მსოფლიოში.