კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

© Ministry of culture of Georgiaსაქართველოს კულტურის სამინისტრო
საქართველოს კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2026
გამოწერა
ზაზა კვიციანმა ამ პოსტზე თეა ონიანი შეცვალა, რომელიც სააგენტოს თითქმის ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორად ზაზა კვიციანი დაინიშნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზაზა კვიციანმა ამ თანამდებობაზე თეა ონიანი შეცვალა, რომელიც სააგენტოს 2025 წლის თებერვალიდან 2026 წლის ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა. თეა ონიანი კი ზაზა კვიციანის მოადგილედ დაინიშნა.
უწყების ცნობით, ზაზა კვიციანს საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სააგენტოს გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე იგი რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამსახურების ხელმძღვანელებს ახალი გენერალური დირექტორი საქართველოს კულტურის მინისტრმა, მაია ბითაძემ წარუდგინა.
მაია ბითაძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სააგენტოს მნიშვნელოვან როლზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების, პროფესიული გუნდის გაძლიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით დასახული ამოცანების განხორციელების მნიშვნელობაზე.
ყველა ახალი ამბავი
0