https://sputnik-georgia.com/20261008/italiasi-qartveli-momvlelebis-ukanonod-dasaqmebistvis-29-piri-daakaves-301061334.html
იტალიაში ქართველი მომვლელების უკანონოდ დასაქმებისთვის 29 პირი დააკავეს
იტალიაში ქართველი მომვლელების უკანონოდ დასაქმებისთვის 29 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
გამოძიების ვერსიით, დანაშაულებრივი ჯგუფის სათავეში ორი ქართველი ქალი იდგა. 08.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-08T16:24+0400
2026-10-08T16:24+0400
2026-10-08T16:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
იტალია
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/05/295670391_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_32b0a0771a40fe83b7cc56f4123e6447.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. იტალიაში ქართველი მომვლელების უკანონოდ დასაქმებისთვის 29 პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია "მთავარი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით. ადგილობრივი მედიის ცნობით, იტალიის ფინანსთა პოლიციამ ბოლცანოს პროკურატურასთან კოორდინაციით მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეების უკანონო მიგრაციისა და შრომითი ექსპლუატაციის სქემა გაშიფრა. გამოძიების ვერსიით, დანაშაულებრივი ჯგუფის სათავეში ორი ქართველი ქალი იდგა, რომლებიც თანამემამულეებს საქართველოში იბარებდნენ და იტალიაში უკანონოდ ჩაყვანას უზრუნველყოფდნენ. პერსონალური მონაცემების გაყალბებითა და ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებით 100-ზე მეტ ქართველ ქალს ევროკავშირის მოქალაქეებად ასაღებდნენ, რათა გვერდი აევლოთ უცხოელი მუშახელის დასაქმების კვოტებისთვის. გამოცემის ინფორმაციით, ოჯახების სანდოობის მოსაპოვებლად ჯგუფი მერანოში მოქმედ დასაქმების სააგენტოს იყენებდა. იტალიაში ჩასული ქალები მძიმე პირობებში იმყოფებოდნენ - ზოგს ართმევდნენ საბუთებს, გადაჰყავდათ ოჯახიდან ოჯახში მათი თანხმობის გარეშე და აიძულებდნენ, ხელფასის ნაწილი ე.წ. შუამავლებისთვის გადაეხადათ.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/05/295670391_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_0d2285724d15e625041a70eb2f32b0a2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, იტალია , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, იტალია , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
იტალიაში ქართველი მომვლელების უკანონოდ დასაქმებისთვის 29 პირი დააკავეს
გამოძიების ვერსიით, დანაშაულებრივი ჯგუფის სათავეში ორი ქართველი ქალი იდგა.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. იტალიაში ქართველი მომვლელების უკანონოდ დასაქმებისთვის 29 პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია "მთავარი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
ადგილობრივი მედიის ცნობით, იტალიის ფინანსთა პოლიციამ ბოლცანოს პროკურატურასთან კოორდინაციით მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეების უკანონო მიგრაციისა და შრომითი ექსპლუატაციის სქემა გაშიფრა.
გამოძიების ვერსიით, დანაშაულებრივი ჯგუფის სათავეში ორი ქართველი ქალი იდგა, რომლებიც თანამემამულეებს საქართველოში იბარებდნენ და იტალიაში უკანონოდ ჩაყვანას უზრუნველყოფდნენ. პერსონალური მონაცემების გაყალბებითა და ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებით 100-ზე მეტ ქართველ ქალს ევროკავშირის მოქალაქეებად ასაღებდნენ, რათა გვერდი აევლოთ უცხოელი მუშახელის დასაქმების კვოტებისთვის.
გამოცემის ინფორმაციით, ოჯახების სანდოობის მოსაპოვებლად ჯგუფი მერანოში მოქმედ დასაქმების სააგენტოს იყენებდა. იტალიაში ჩასული ქალები მძიმე პირობებში იმყოფებოდნენ - ზოგს ართმევდნენ საბუთებს, გადაჰყავდათ ოჯახიდან ოჯახში მათი თანხმობის გარეშე და აიძულებდნენ, ხელფასის ნაწილი ე.წ. შუამავლებისთვის გადაეხადათ.