https://sputnik-georgia.com/20261008/fasi-ar-aqvs-qartuli-ocneba-evroparlamentis-bolo-rezolucias-gamoexmaura-301070837.html
ფასი არ აქვს: „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციას გამოეხმაურა
ფასი არ აქვს: „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დაუწესონ მიზნობრივი სანქციები საქართველოს პირველ პირებს. 08.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-08T21:44+0400
2026-10-08T21:44+0400
2026-10-08T23:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
ევროპარლამენტი
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0b/268389112_0:27:2000:1152_1920x0_80_0_0_bf9c15cc11873c4405bc964b51e09011.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ევროპარლამენტში გადაწყვეტილებები მიიღება არა საკითხების საფუძვლიანი შესწავლის საფუძველზე, არამედ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე მის რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ გორდულაძემ.ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კიდევ კრიტიკული ერთი რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 445-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი 37 იყო, ხოლო 97-მა თავი შეიკავა.მისი თქმით, როდესაც 720-ადგილიან პარლამენტში მხოლოდ ოცამდე ადამიანი ესწრება რეზოლუციის განხილვას, შემდეგ კი აბსოლუტური უმრავლესობა მხარს დაუჭერს, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევროპარლამენტში გადაწყვეტილებები არ მიიღება საკითხის შესწავლით ან რაიმე კონკრეტულ საფუძველზე დაყრდნობილი შედეგებით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნით.რა წერია რეზოლუციაშირეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები“, მოამზადა 70-მდე ევროპარლამენტარმა ექვსი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან.რეზოლუციის ავტორებს შორის არიან რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ტობიას კრამერი და მალგოჟატა გოშევსკა.ევროპარლამენტში დღეს მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტარები ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ „ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ“. ამასთან ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას „თვითგამოცხადებულს“ უწოდებს.ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ურყევ მხარდაჭერას და აღნიშნავენ, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს“.რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზომები უნდა დაწესდეს:ევროდეპუტატები ამტკიცებენ, რომ საქართველოში ვითარება პროგრესულად უარესდება, კიდევ უფრო უარესდება დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხრივ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებები სულ უფრო მეტად შეუთავსებელია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან.ისინი აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტიის მიერ მთელი რიგი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის შეტანა „ქართული ოცნების“ უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევას პოლიტიკური პლურალიზმის აღმოფხვრის გზით.ევროპარლამენტის დეპუტატები აღნიშნავენ, რომ მოქმედი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის აუცილებელი საყრდენია და ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის სასამართლო გზებით აღმოფხვრა დემოკრატიასთან შეუთავსებელია.ამასთან, რეზოლუციის ავტორები „მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ“. ასევე, მოუწოდებენ ხელისუფლებას, გააუქმოს კანონები აქციების ჩატარების წესების გამკაცრების და უცხოური დაფინანსების კონტროლის შესახებ.რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტარები მწუხარებას გამოთქვამენ „ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმეტესობის მხრიდან მუდმივ უმოქმედობაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ხელშესახები შედეგები საქართველოში მუდმივად გაუარესებული ვითარების საპასუხოდ“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0b/268389112_0:0:1780:1335_1920x0_80_0_0_71d63ccb8af8b90a8e02c3687bb4aa3a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ევროპარლამენტი, პოლიტიკა, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, ევროპარლამენტი, პოლიტიკა, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება
ფასი არ აქვს: „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციას გამოეხმაურა
21:44 08.10.2026 (განახლებულია: 23:24 08.10.2026) მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დაუწესონ მიზნობრივი სანქციები საქართველოს პირველ პირებს.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ევროპარლამენტში გადაწყვეტილებები მიიღება არა საკითხების საფუძვლიანი შესწავლის საფუძველზე, არამედ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე მის რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ გორდულაძემ.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კიდევ კრიტიკული ერთი რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 445-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი 37 იყო, ხოლო 97-მა თავი შეიკავა.
„ევროპარლამენტმა თავისი უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა. ააცილა ქართველი ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას, სუვერენიტეტის დარღვევას და ისევ და ისევ საკუთარ თავზე უფრო მეტს საუბრობს ასეთი რეზოლუციები, ვიდრე საქართველოს შესახებ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას“, - განაცხადა გორდულაძემ.
მისი თქმით, როდესაც 720-ადგილიან პარლამენტში მხოლოდ ოცამდე ადამიანი ესწრება რეზოლუციის განხილვას, შემდეგ კი აბსოლუტური უმრავლესობა მხარს დაუჭერს, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევროპარლამენტში გადაწყვეტილებები არ მიიღება საკითხის შესწავლით ან რაიმე კონკრეტულ საფუძველზე დაყრდნობილი შედეგებით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნით.
რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები“, მოამზადა 70-მდე ევროპარლამენტარმა ექვსი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან.
რეზოლუციის ავტორებს შორის არიან რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ტობიას კრამერი და მალგოჟატა გოშევსკა.
ევროპარლამენტში დღეს მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტარები ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ „ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ“. ამასთან ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას „თვითგამოცხადებულს“ უწოდებს.
ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ურყევ მხარდაჭერას და აღნიშნავენ, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს“.
რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზომები უნდა დაწესდეს:
ევროდეპუტატები ამტკიცებენ, რომ საქართველოში ვითარება პროგრესულად უარესდება, კიდევ უფრო უარესდება დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხრივ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებები სულ უფრო მეტად შეუთავსებელია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან.
ისინი აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტიის მიერ მთელი რიგი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის შეტანა „ქართული ოცნების“ უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევას პოლიტიკური პლურალიზმის აღმოფხვრის გზით.
ევროპარლამენტის დეპუტატები აღნიშნავენ, რომ მოქმედი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის აუცილებელი საყრდენია და ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის სასამართლო გზებით აღმოფხვრა დემოკრატიასთან შეუთავსებელია.
ამასთან, რეზოლუციის ავტორები „მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ“. ასევე, მოუწოდებენ ხელისუფლებას, გააუქმოს კანონები აქციების ჩატარების წესების გამკაცრების და უცხოური დაფინანსების კონტროლის შესახებ.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტარები მწუხარებას გამოთქვამენ „ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმეტესობის მხრიდან მუდმივ უმოქმედობაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ხელშესახები შედეგები საქართველოში მუდმივად გაუარესებული ვითარების საპასუხოდ“.