https://sputnik-georgia.com/20261008/brzola-korufciastan-privatizaciasi-saqartvelo-pirdapiri-miyidvebis-praqtikaze-uars-ambobs-301046977.html
ბრძოლა კორუფციასთან პრივატიზაციაში: საქართველო პირდაპირი მიყიდვების პრაქტიკაზე უარს ამბობს
ბრძოლა კორუფციასთან პრივატიზაციაში: საქართველო პირდაპირი მიყიდვების პრაქტიკაზე უარს ამბობს
Sputnik საქართველო
კობახიძის ინფორმაციით, 2024 წელს პრივატიზაციის გეგმა შესრულდა 24%-იანი გადაჭარბებით, მთლიანობაში კი პრივატიზაციიდან სახელმწიფომ მიმდინარე წელს მიიღო 156 მილიონ... 08.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-08T10:51+0400
2026-10-08T10:51+0400
2026-10-08T10:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/05/300981375_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_98af624390d614d749bb0a2f9148103a.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. კორუფციული რისკების შესამცირებლად, საქართველოს მთავრობამ სრულად შეწყვიტა სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა — ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სახელმწიფო ქონების სააგენტოსთან თანამშრომლობით, აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დაჩქარებულ პროცესს და აქტიურად სთავაზობს კერძო სექტორს ინვესტირებისთვის მიმზიდველ უძრავ ქონებას.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგად მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი მიყიდვის წესით ქონების გადაცემის პრაქტიკა, გარდა მცირე გამონაკლებისა, რასაც აქვს „თავისი დასაბუთება“. შედეგად, მთავრობა ასრულებს პრივატიზაციის გეგმას „სათანადოდ“, აღნიშნა პრემიერმა.კობახიძის ინფორმაციით, 2025 წელს გადაჭარბებით შესრულდა პრივატიზაციის გეგმა, მიმდინარე წელსაც 3 კვარტლის მონაცემებით გეგმა შესრულდა 24%-იანი გადაჭარბებით. მთლიანობაში უკვე პრივატიზაციიდან სახელმწიფომ მიმდინარე წელს მიიღო 156 მილიონ ლარზე მეტის შემოსავლები.პროექტი „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს“ ქვეყანაში 2019 წლის ნოემბრიდან მოქმედებს. იგი ითვალისწინებს ასი პარალელური აუქციონის ერთდროულ ჩატარებას და სახელმწიფო ქონების გამარტივებული წესით პრივატიზაციას. ობიექტების ჩამონათვალშია უძრავი ქონება: სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და ფერმერული მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.ხელისუფლების აზრით, დაჩქარებული პრივატიზაცია ბიუჯეტის შემოსავლების რესურსია და სწორედ ის გამოიყენება მასშტაბურ პროგრამებში. იმ პირობებში, როდესაც ბიუჯეტი პანდემიის გამო სხვადასხვა სოციალური ვალდებულებით არის გადატვირთული, კერძო სექტორმა ეკონომიკური აღორძინებისა და განვითარების ლოკომოტივის ფუნქცია უნდა შეასრულოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/05/300981375_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_64f691e273ed23633d8634dc17c594d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ბრძოლა კორუფციასთან პრივატიზაციაში: საქართველო პირდაპირი მიყიდვების პრაქტიკაზე უარს ამბობს
კობახიძის ინფორმაციით, 2024 წელს პრივატიზაციის გეგმა შესრულდა 24%-იანი გადაჭარბებით, მთლიანობაში კი პრივატიზაციიდან სახელმწიფომ მიმდინარე წელს მიიღო 156 მილიონ ლარზე მეტის შემოსავლები.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. კორუფციული რისკების შესამცირებლად, საქართველოს მთავრობამ სრულად შეწყვიტა სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა — ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სახელმწიფო ქონების სააგენტოსთან თანამშრომლობით, აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დაჩქარებულ პროცესს და აქტიურად სთავაზობს კერძო სექტორს ინვესტირებისთვის მიმზიდველ უძრავ ქონებას.
„კორუფციისთვის იყო ძალიან სერიოზული წყარო პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ პრაქტიკის მთლიანად აღკვეთის შესახებ“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგად მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი მიყიდვის წესით ქონების გადაცემის პრაქტიკა, გარდა მცირე გამონაკლებისა, რასაც აქვს „თავისი დასაბუთება“. შედეგად, მთავრობა ასრულებს პრივატიზაციის გეგმას „სათანადოდ“, აღნიშნა პრემიერმა.
კობახიძის ინფორმაციით, 2025 წელს გადაჭარბებით შესრულდა პრივატიზაციის გეგმა, მიმდინარე წელსაც 3 კვარტლის მონაცემებით გეგმა შესრულდა 24%-იანი გადაჭარბებით. მთლიანობაში უკვე პრივატიზაციიდან სახელმწიფომ მიმდინარე წელს მიიღო 156 მილიონ ლარზე მეტის შემოსავლები.
პროექტი „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს“ ქვეყანაში 2019 წლის ნოემბრიდან მოქმედებს. იგი ითვალისწინებს ასი პარალელური აუქციონის ერთდროულ ჩატარებას და სახელმწიფო ქონების გამარტივებული წესით პრივატიზაციას.
ობიექტების ჩამონათვალშია უძრავი ქონება: სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და ფერმერული მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.
ხელისუფლების აზრით, დაჩქარებული პრივატიზაცია ბიუჯეტის შემოსავლების რესურსია და სწორედ ის გამოიყენება მასშტაბურ პროგრამებში. იმ პირობებში, როდესაც ბიუჯეტი პანდემიის გამო სხვადასხვა სოციალური ვალდებულებით არის გადატვირთული, კერძო სექტორმა ეკონომიკური აღორძინებისა და განვითარების ლოკომოტივის ფუნქცია უნდა შეასრულოს.