https://sputnik-georgia.com/20261007/ukanono-tkitsargebloba-seqtembris-monacemebi-301028929.html
უკანონო ტყითსარგებლობა: სექტემბრის მონაცემები
უკანონო ტყითსარგებლობა: სექტემბრის მონაცემები
Sputnik საქართველო
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვების 505 ფაქტი გამოავლინეს. 07.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-07T14:00+0400
2026-10-07T14:00+0400
2026-10-07T14:00+0400
საქართველო
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_80:185:1908:1213_1920x0_80_0_0_4b3fc604c52a4598b696229bd4b1b419.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის სექტემბერში სამართალდარღვევის 42 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 41 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ქვეყნის მასშტაბით ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 82 კუბურ მეტრამდე მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხეტყე - საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტებიდან 12 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო ზემო სვანეთში, 10 - ქვემო ქართლის რეგიონში, 9 - იმერეთში, 4-4 გურიასა და კახეთში, 1- 1 სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლის რეგიონში. სააგენტოს ცნობით, იმერეთის რეგიონში გამოვლენილია სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 1 ფაქტი. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვების 505 ფაქტი გამოავლინეს. უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა 2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება. 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_193:0:1810:1213_1920x0_80_0_0_88c223d7b13d3dc6393ea87b28c36f95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები
უკანონო ტყითსარგებლობა: სექტემბრის მონაცემები
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვების 505 ფაქტი გამოავლინეს.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის სექტემბერში სამართალდარღვევის 42 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 41 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვეყნის მასშტაბით ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 82 კუბურ მეტრამდე მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხეტყე - საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტებიდან 12 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო ზემო სვანეთში, 10 - ქვემო ქართლის რეგიონში, 9 - იმერეთში, 4-4 გურიასა და კახეთში, 1- 1 სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლის რეგიონში.
სააგენტოს ცნობით, იმერეთის რეგიონში გამოვლენილია სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 1 ფაქტი.
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვების 505 ფაქტი გამოავლინეს.
უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.