საქართველოს გადასახდელო ბალანსის დეფიციტი კლებას განაგრძობს

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2026
გამოწერა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 1,4% შეადგინა.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 184,1 მლნ დოლარით შემცირდა და 145,2 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 1,4% შეადგინა.
მიმდინარე ანგარიშის ყველაზე მეტად დეფიციტური კომპონენტია საქონლით ვაჭრობა, რომლის უარყოფითმა სალდომ 2028 წლის მეორე კვარტალში 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 4,7%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, წლიურად საქონლის ექსპორტი 20,2%-ით, იმპორტი კი 10,1%-ით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში ტურისტული სერვისების ექსპორტმა 1,1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 3,8%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გარდა ამისა, კომპიუტერული და საინფორმაციო სერვისებიდან მიღებული შემოსავალი 400,2 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
შემოსავლების ბალანსი უარყოფითია და 659,8 მლნ დოლარს შეადგენს. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება გაიზარდა 15,3%-ით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი შემცირდა 3,7%-ით.
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 13,4%-ით გაიზარდა და 2026 წლის მეორე კვარტალში 1 მლრდ დოლარს მიაღწია. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 12,7%-ით, 965,3 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა მეორე კვარტალში 364,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ის 3,5%-ია.
ყველა ახალი ამბავი
0