საქართველოს მოქალაქე ურანის 700 ათას დოლარად გაყიდვას გეგმავდა

© courtesy of State Security Service of Georgiaურანი-238
ურანი-238  - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2026
გამოწერა
დანაშაული 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) თანამშრომლებმა ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია რადიოაქტიურ ნივთიერება „ურანზე“.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის ხელთ არსებული ბირთვული მასალა „ურანი-238"-ის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 ათას დოლარად გეგმავდა.
გამოძიება სსკ-ის 230-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0