რუსეთის დარტყმა ენერგეტიკასა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე კიევსა და რეგიონებში

© photo: Sputnik / Станислав Красильников / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2026
გამოწერა
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხშაბათს მასირებული დარტყმა მიაყენეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს, კიევის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და ოდესის ელექტროსადგურებს. აგრეთვე უკრაინული პროქსი-არმიის საბრძოლო მდგრადობის უზრუნველყოფის სხვა ობიექტებს. ეს არ არის ცალკეული საპასუხო აქცია, არამედ სტრატეგიული შეტევითი ოპერაციის განვითარებაა. დარტყმების ინტენსივობა იზრდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის მოხსენებები ჩამოგდებული რუსული რაკეტებისა და დრონების შესახებ უხერხული დეზინფორმაციაა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძლიერების შესახებ.
7 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ბაზირების მაღალი სიზუსტის იარაღით დააზიანეს უკრაინის დედაქალაქში, კიევის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავისა და ხარკოვის ოლქებში კომპანია „ფაიერ პოინტის“ ათობით საწარმო, აგრეთვე ოდესის ოლქში საპორტო და გემთსარემონტო ინფრასტრუქტურის ობიექტები, უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის გამოყენებული საზღვაო გემები.
კიევში „ისკანდერებმა“, „კალიბრებმა“, „გერანებმა“ დარტყმები განახორციელეს „ფანპლიტის“, „ჭკვიანი საბრძოლო მასალების“, „მუყაო-ქაღალდის კომბინატის“ საამქროებზე. დნეპროპეტროვსკში და ჩერნიგოვის ოლქში დაზიანდა ანალოგიური პროფილის საწარმოები – „იუჟნი მანქანათმშენებელი ქარხანა“ და „პლასტმას-პრილუკი“. ხანძარმა მოიცვა „ფლამინგოს“ რაკეტების ამწყობი ათობით საამქრო. კიროვოგრადის ოლქში სამრეწველო ჯგუფი „ალექსანდრია“ დაზიანდა, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატებისთვის კომპლექტებს აწარმოებდა. ოდესის ოლქის იზმაილში დარტყმა განხორციელდა ქარხანა „დუნაი სუდორემონტზე“, სადაც ეკიპაჟის გარეშე კატერებს აწარმოებდნენ და ინახავდნენ. ოდესის პორტში „დემილიტარიზებული“ იქნა საზღვაო გემი, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო დანიშნულების ტვირთი გადაჰქონდა. და ეს მხოლოდ ერთ დღეში დაზიანებული სამიზნეების სიის ნაწილია.
რუსეთის არმიას აქტიურად და მეთოდურად გამოჰყავს მწყობრიდან მოწინააღმდეგის ენერგეტიკის ობიექტები კიევში, კიევის ოლქსა და სხვა რეგიონებში. დღეს „ჩახშობილია“ ტრიპოლის თბოელექტროსადგური და კრემენჩუგის ჰიდროელექტროსადგური. 750 კვ სიმძლავრის მაღალი ძაბვის ქვესადგურ „კიევზე“ განხორციელებულმა დარტყმებმა (რომლის მეშვეობითაც კიევი როვენის ატომური ელექტროსადგურიდან ენერგიას იღებს), შესაძლოა, უკრაინის დედაქალაქის 80 პროცენტი და „ნეზალეჟნაიას“ მთელი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს.
კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სულ ექვსი ასეთი ქვესადგურია და უკრაინაში „ილიჩის ნათურის“ ჩაქრობა, უდავოდ, შესაძლებელია. 7 ოქტომბერს რუსეთის დარტყმის შემდეგ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ხუთი ოლქი: ვინიცის, ხარკოვის, პოლტავის, ჩერნიგოვისა და ხერსონის ოლქების უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებული ნაწილი.
დასავლეთისა და უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი თვეში 200-ზე მეტ ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტას აწარმოებს. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები ძირითადი პროდუქციის წარმოების გეგმებს 120 პროცენტით ასრულებენ, ხოლო ცალკეული პოზიციების მიხედვით, გეგმას მნიშვნელოვნად აჭარბებენ. რუსეთი ყოველთვიურად, დაახლოებით, 4000 დამრტყმელ „გერანს“ აწარმოებს, რომელთაგან 3000 რეაქტიული, უახლესი მოდიფიკაციებისაა. და ეს „სრულად ცვლის ზამთრის კამპანიის ხასიათს“. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ყოველდღიურად მაღალი სიზუსტის მასირებული დარტყმების განხორციელება შეუძლიათ, მეთოდურად „აგურ-აგურ შლიან“ უკრაინულ პროქსი-არმიას და მთლიანად ბანდერეველთა სახელმწიფოს.
ამ დღეებში უკრაინულმა ბეკმა შავ ზღვაში ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ „აფრამაქს რიოს“, რომელსაც ნავთობის ტვირთი გადაჰქონდა, შეუტია. ინდოეთის ეკიპაჟი გადარჩენილია, ტანკერზე ხანძარი ჩააქრეს. რა თქმა უნდა, ეს ტერორისტული აქტი ბანდერეველებს ცხოვრებას არც გაუადვილებს და არც გაუხანგრძლივებს. კიევის მარიონეტების უგუნურობისთვის დასავლელ მფარველებსაც, რომლებმაც სპეციალური სამხედრო ოპ;ერაციის პერიოდში უკრაინაში უკვე დაწვეს 200 მილიარდი დოლარი, ძვირი ფასის გადახდა მოუწევთ. ყვერლაფერ ამას მრავალმილიარდიანი გაგრძელება მოჰყვება, რაც დასავლეთს ძალიან აწუხებს.
ნატოს ქვეყნები ფორიაქში არიან. ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინისთვის დახმარება ეროვნული არმიის საბრძოლო მზადყოფნას ძირს უთხრის და ნატოს მიზნებს „ანაცვლებს“. იტალიურმა გამოცემამ L'AntiDiplomatico-მ 7 ოქტომბერს დაასკვნა: „ევროპას არ შეუძლია უკრაინის დასახმარებლად საწარმოო სიმძლავრეების გაზრდა“ და „ევროპაში დაძაბულობამ ახალ ნიშნულს მიაღწია“. გერმანულმა გაზეთმა Berliner Zeitung-მა დაამატა: „აშშ-მა და გერმანიამ რუსეთის შეფასებისას მცდარი გათვლა გააკეთეს. ისინი რეალობას არ ეყრდნობიან“. და რეალობა როგორია?
რუსეთის შეიარაღებული ძალები თავდაჯერებულად ფლობენ სტრატეგიულ ინიციატივას ფრონტის მთელ ხაზზე და სპეციალური სამხედრო ოპ;ერაცია-ს ამოცანებს წარმატებით ასრულებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით:
ჯარების „ჩრდილოეთის“ დაჯგუფება აგრძელებს ალყის რკალის შევიწროებას, აფართოებს კონტროლის გარე ზონას ხარკოვის ოლქში.
ფრონტის ხაზზე წარმატებით მოქმედებენ „დასავლეთისა“ და „სამხრეთის“ დაჯგუფებები.
„ცენტრის“ დაჯგუფების ჯარები დობროპოლიეში „ქვაბს“ წმენდენ და მხოლოდ დღე-ღამის განმავლობაში 82 შენობა გაათავისუფლეს.
„აღმოსავლეთის“ დაჯგუფება დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში მიიწევს.
„დნეპრის“ ჯარების დაჯგუფების ქვედანაყოფები მოწინააღმდეგეს ორეხოვის რაიონში ანადგურებენ…
სპეციალური სამხედრო ოპერაციის განმავლობაში განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნატოს უზარმაზარი იარაღის არსენალები: 674 თვითმფრინავი, 284 ვერტმფრენი, 255428 უპილოტო საფრენი აპარატი, 672 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 31150 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანტექნიკა, 1784 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების საბრძოლო მანქანა, საველე არტილერიის 36651 ერთეული.
დასავლელი პოლიტიკოსები და სტრატეგები სასოწარკვეთილებაში არიან, ვინაიდან „უკრაინული პროექტი“ ბანქოს სახლივით ინგრევა. ზელენსკი კი კიევიდან გაქცევისთვის ემზადება, ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების დიპლომატებთან ერთად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0