https://sputnik-georgia.com/20261007/papuashvili-saqartvelos-da-britanetis-urtiertobebi-misageb-kalapots-unda-daubrundes-301041841.html
პაპუაშვილი: საქართველოს და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობები მისაღებ კალაპოტს უნდა დაუბრუნდეს
პაპუაშვილი: საქართველოს და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობები მისაღებ კალაპოტს უნდა დაუბრუნდეს
Sputnik საქართველო
სპიკერის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ბრიტანეთისთვის ყოფილიყო კეთილსინდისიერი პარტნიორი როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ისე ნატოს თუ სხვა... 07.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-07T21:29+0400
2026-10-07T21:29+0400
2026-10-07T21:29+0400
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569151_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_6bd85c3b0c3b867fd52d3455c0d5e093.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები უნდა დაუბრუნდეს იმ კალაპოტს, რომელიც მისაღები იქნება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიიდან გამომდინარე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის თავმჯდომარე ლინდსი ჰოილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაში მონაწილეობს, რომელიც ტანზანიის ქალაქ ურუშაში იმართება. ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილი სხვადასხვა ქვეყნიდან თავის კოლეგებთან შეხვედრებს მართავს.„ვისაუბრეთ იმაზე, რომ პარლამენტის ამოცანაა, რომ ჩვენ, როგორც ხალხის წარმომადგენლებმა, საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში ერთმანეთთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობები დაუბრუნდეს იმ კალაპოტს, რომელიც მისაღები იქნება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიიდან გამომდინარე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ბრიტანეთისთვის ყოფილიყო კეთილსინდისიერი პარტნიორი როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ისე ნატოს თუ სხვა ფორმატებში.„ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ურთიერთობების იმ ტონით, რომელიც დღეს არის საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის", - აღნიშნა პაპუაშვილმა. საქართველო და დიდი ბრიტანეთიჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები. დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში პირველად შეჩერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან თითქოსდა უკანდახევის გამო.უორდის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.ამასთან, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.პირველი სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების სულხან თამაზაშვილის, მილერ ლაგაზაურის, ზვიად ხარაზიშვილისა და ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. 2025 წლის 2 აპრილს სანქციების ქვეშ მყოფთა სიას მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაემატნენ.დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, სანქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული.2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569151_162:0:1954:1344_1920x0_80_0_0_aed0494cf783f63eb7b859bac6611d49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები
პაპუაშვილი: საქართველოს და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობები მისაღებ კალაპოტს უნდა დაუბრუნდეს
სპიკერის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ბრიტანეთისთვის ყოფილიყო კეთილსინდისიერი პარტნიორი როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ისე ნატოს თუ სხვა ფორმატებში.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები უნდა დაუბრუნდეს იმ კალაპოტს, რომელიც მისაღები იქნება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიიდან გამომდინარე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის თავმჯდომარე ლინდსი ჰოილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაში მონაწილეობს, რომელიც ტანზანიის ქალაქ ურუშაში იმართება. ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილი სხვადასხვა ქვეყნიდან თავის კოლეგებთან შეხვედრებს მართავს.
„ვისაუბრეთ იმაზე, რომ პარლამენტის ამოცანაა, რომ ჩვენ, როგორც ხალხის წარმომადგენლებმა, საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში ერთმანეთთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობები დაუბრუნდეს იმ კალაპოტს, რომელიც მისაღები იქნება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიიდან გამომდინარე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ბრიტანეთისთვის ყოფილიყო კეთილსინდისიერი პარტნიორი როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ისე ნატოს თუ სხვა ფორმატებში.
„ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ურთიერთობების იმ ტონით, რომელიც დღეს არის საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველო და დიდი ბრიტანეთი ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები. დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში პირველად შეჩერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან თითქოსდა უკანდახევის გამო.
უორდის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.
ამასთან, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
პირველი სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების სულხან თამაზაშვილის, მილერ ლაგაზაურის, ზვიად ხარაზიშვილისა და ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. 2025 წლის 2 აპრილს სანქციების ქვეშ მყოფთა სიას მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაემატნენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, სანქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული.
2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.