მსოფლიო ბანკმა 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2026
გამოწერა
დოკუმენტის თანახმად, საქართველო შეინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ ტემპებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის, წინა წლების დინამიკის შენარჩუნებით.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიო ბანკმა 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 7%-მდე გაზარდა, ნათქვამია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ევროპისა და ცენტრალური აზიის შესახებ განახლებულ ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, საქართველო შეინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ ტემპებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის, წინა წლების დინამიკის შენარჩუნებით.
ამასთან, მსოფლიო ბანკი რამდენიმე ფაქტორზე მიუთითებს, რომლებიც ეკონომიკურ აქტივობას შეაფერხებს. კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში არსებულმა კონფლიქტმა გავლენა მოახდინა ტურისტულ სექტორზე: წლის პირველ ნახევარში საქართველოს შემოსავლები ისრაელელი და საუდის არაბეთიდან ჩამოსული მოგზაურებისგან 12%-ით შემცირდა.
გარდა ამისა, სუსტდება ავტომობილების რეექსპორტის ეფექტი, რომელიც ბოლო წლებში საგარეო ვაჭრობის ზრდის ერთ-ერთი თვალსაჩინო წყარო იყო.
თანდათან მცირდება მიგრაციის წინა ტალღებისა და მათთან დაკავშირებული ფულადი გზავნილების გავლენაც შიდა მოხმარებაზე.
2027 წელს მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის 5,5%-იან ზრდას პროგნოზირებს, ხოლო 2028 წელს – 5%-იანს.
საქართველოში კმაყოფილი არიან
პრემიერი ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ბანკის პროგნოზით კმაყოფილია.
„ეს პროგნოზი 2,6-ჯერ აღემატება ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად მომდევნო 3 წლის განმავლობაში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ევროპის ქვეყნებს შორის“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, მთავრობა რეფორმებს ახორციელებს, რათა მომავალში მაღალი ეკონომიკური ზრდა შეინარჩუნოს.
პროგნოზები იზრდება
მსოფლიო ბანკამდე საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა გაზარდეს - პირველის პროგნოზი 6,5%-ია, ხოლო მეორისა — 6,3%.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ეკონომიკა 6,5%-ით გაიზრდება.
2026 წლის იანვარ-აგვისტოში რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6% შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის ივლისში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის სფეროებმა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, 2025 წელს – 7,5%.
ყველა ახალი ამბავი
0