https://sputnik-georgia.com/20261007/kaladze-moqalaqeebs-skriningis-chatarebisken-mouwodebs-301035774.html
„შეამცირეთ რისკები“: მერმა მოქალაქეებს სკრინინგის ჩატარებისკენ მოუწოდა
„შეამცირეთ რისკები“: მერმა მოქალაქეებს სკრინინგის ჩატარებისკენ მოუწოდა
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე სარძევე ჯირკვლის სკრინინგი 28 ათასამდე მოქალაქემ ჩაიტარა. 07.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-07T18:39+0400
2026-10-07T18:39+0400
2026-10-07T18:39+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23359/96/233599634_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_3a51d499b0975d0185fb94d1f7d14224.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ისარგებლონ მუნიციპალიტეტის შესაბამისი პროგრამით, რომელიც სარძევე ჯირკვლის სკრინინგს აფინანსებს. „ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანი ონკოლოგიური დაავადების პრევენციის მიზნით ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდაა. დედაქალაქის მერმა ჯანმრთელობა უსურვა ყველას და აღნიშნა, რომ დაავადებასთან დაკავშირებით ინფორმაციის დროულად მიღება რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. თბილისის მერიის პროგრამას „ეროვნული სკრინინგ-ცენტრის“ დიდუბის, გლდანის, საბურთალოსა და ვარკეთილის ფილიალების გარდა, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება ემსახურება. მერიის ცნობით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე სარძევე ჯირკვლის სკრინინგი 28 ათასამდე მოქალაქემ ჩაიტარა. დაფინანსდა 35 ათასამდე შემთხვევა. აქედან 97% „ეროვნულ სკრინინგ-ცენტრზე“ მოდის. დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სრულად ფინანსდება სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი, ფილტვის კიბოს, ასევე პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტები.პროგრამის მიზანია დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება.ქვეყნის მასშტაბით ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს ქალაქებში: თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი, საჩხერე, ახალციხე, გორი, კასპი, მარნეული, გურჯაანი. პროგრამის მთავარი მიზანია პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენა სიმპტომების გამოჩენამდე.სპეციალისტები კიდევ ერთხელ შეახსენებენ მოსახლეობას, რომ დროულად გამოვლენილი დაავადება ეფექტური მკურნალობისა და სრულფასოვანი ცხოვრების გარანტიაა.ძუძუს კიბოს სკრინინგი უტარდებათ 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებს. ის მოიცავს მამოგრაფიას, აუცილებლობის შემთხვევაში – მამოლოგის კონსულტაციასა და ექოსკოპიას. პროგრამის ფარგლებში სკრინინგის ჩატარება შეიძლება ორ წელიწადში ერთხელ და ის სრულიად უფასოა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23359/96/233599634_234:164:1349:1000_1920x0_80_0_0_01bd89ccf93715c37d5eebfb0f41e002.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები
„შეამცირეთ რისკები“: მერმა მოქალაქეებს სკრინინგის ჩატარებისკენ მოუწოდა
მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე სარძევე ჯირკვლის სკრინინგი 28 ათასამდე მოქალაქემ ჩაიტარა.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ისარგებლონ მუნიციპალიტეტის შესაბამისი პროგრამით, რომელიც სარძევე ჯირკვლის სკრინინგს აფინანსებს.
„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანი ონკოლოგიური დაავადების პრევენციის მიზნით ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდაა.
„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველას, გამოიყენეთ მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამა, ისარგებლეთ ამ კვლევებით, რათა დაიცვათ თქვენი, თითოეული ქალის ჯანმრთელობა. ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომლებიც პრევენციულ ხასიათს ატარებს, ამცირებს რისკებს და გაწვდით ინფორმაციას თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ჯანმრთელობა უსურვა ყველას და აღნიშნა, რომ დაავადებასთან დაკავშირებით ინფორმაციის დროულად მიღება რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
თბილისის მერია „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებში სარძევე ჯირკვლის სკრინინგს აფინანსებს“. პროგრამა ითვალისწინებს მამოლოგთან კონსულტაციას/გასინჯვას და მამოგრაფიულ კვლევას. პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევა, ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგია.
თბილისის მერიის პროგრამას „ეროვნული სკრინინგ-ცენტრის“ დიდუბის, გლდანის, საბურთალოსა და ვარკეთილის ფილიალების გარდა, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება ემსახურება.
მერიის ცნობით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე სარძევე ჯირკვლის სკრინინგი 28 ათასამდე მოქალაქემ ჩაიტარა. დაფინანსდა 35 ათასამდე შემთხვევა. აქედან 97% „ეროვნულ სკრინინგ-ცენტრზე“ მოდის.
დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სრულად ფინანსდება სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი, ფილტვის კიბოს, ასევე პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტები.
პროგრამის მიზანია დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება.
ქვეყნის მასშტაბით ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს ქალაქებში: თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი, საჩხერე, ახალციხე, გორი, კასპი, მარნეული, გურჯაანი. პროგრამის მთავარი მიზანია პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენა სიმპტომების გამოჩენამდე.
სპეციალისტები კიდევ ერთხელ შეახსენებენ მოსახლეობას, რომ დროულად გამოვლენილი დაავადება ეფექტური მკურნალობისა და სრულფასოვანი ცხოვრების გარანტიაა.
ძუძუს კიბოს სკრინინგი უტარდებათ 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებს. ის მოიცავს მამოგრაფიას, აუცილებლობის შემთხვევაში – მამოლოგის კონსულტაციასა და ექოსკოპიას. პროგრამის ფარგლებში სკრინინგის ჩატარება შეიძლება ორ წელიწადში ერთხელ და ის სრულიად უფასოა.