https://sputnik-georgia.com/20261006/zodelava-da-beridze-saproceso-shetanxmebas-datanxmdnen-301016093.html
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის ორგანიზატორები გამოძიებას გაურიგდნენ
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის ორგანიზატორები გამოძიებას გაურიგდნენ
Sputnik საქართველო
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ, შესაძლოა, საპატიმრო 4 ნოემბერს დატოვონ 06.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-06T20:29+0400
2026-10-06T20:29+0400
2026-10-06T20:29+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_c658b658dcf62445cad61b7eec00123a.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის ოთხი ორგანიზატორიდან ორმა — მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ — გამოძიებასთან თანამშრომლობისა და საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მზადყოფნა გამოთქვა.სასამართლომ ზოდელავა და ბერიძე დამნაშავედ ცნო სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაში, აგრეთვე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში. გარდა ამისა, ზოდელავა დამნაშავედ იქნა ცნობილი ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდებებში. 2026 წლის მაისში მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ — სასჯელის ვადის ათვლა მათი დაკავების მომენტიდან, 2025 წლის 5 ოქტომბრიდან დაიწყო. წინასწარი მონაცემებით, საქართველოს პროკურატურა დათანხმდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ბრალის აღიარების სანაცვლოდ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბერიძისა და ზოდელავასთვის პატიმრობის ვადა ერთ წელსა და ერთ თვეს შეადგენს და სასჯელის დარჩენილ ნაწილს ორივე ბრალდებული პირობითი მსჯავრით მოიხდის. ციხეს ისინი 4 ნოემბერს დატოვებენ. მმართველ პარტიაში ზოდელავასა და ბერიძის თანხმობა გამოძიებასთან გარიგებაზე რევოლუციური მცდელობების კრახად შეაფასეს. თბილისში პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა 2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 64 პირი, მათ შორის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9110a34f307253289ed9758fb5184b36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები, საზოგადოება
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის ორგანიზატორები გამოძიებას გაურიგდნენ
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ, შესაძლოა, საპატიმრო 4 ნოემბერს დატოვონ
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის ოთხი ორგანიზატორიდან ორმა — მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ — გამოძიებასთან თანამშრომლობისა და საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მზადყოფნა გამოთქვა.
სასამართლომ ზოდელავა და ბერიძე დამნაშავედ ცნო სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაში, აგრეთვე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში. გარდა ამისა, ზოდელავა დამნაშავედ იქნა ცნობილი ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდებებში. 2026 წლის მაისში მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ — სასჯელის ვადის ათვლა მათი დაკავების მომენტიდან, 2025 წლის 5 ოქტომბრიდან დაიწყო.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოს პროკურატურა დათანხმდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ბრალის აღიარების სანაცვლოდ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბერიძისა და ზოდელავასთვის პატიმრობის ვადა ერთ წელსა და ერთ თვეს შეადგენს და სასჯელის დარჩენილ ნაწილს ორივე ბრალდებული პირობითი მსჯავრით მოიხდის. ციხეს ისინი 4 ნოემბერს დატოვებენ.
მმართველ პარტიაში ზოდელავასა და ბერიძის თანხმობა გამოძიებასთან გარიგებაზე რევოლუციური მცდელობების კრახად შეაფასეს.
„ამ ფსევდორევოლუციურმა პროპაგანდამ სრული კრახი განიცადა და ის განცხადებები, ვითომ საქმე გვქონდა რაღაც ტიპის მშვიდობიან პროტესტთან, რასაკვირველია, აბსოლუტურად გაქარწყლებულია, რადგანაც ვხედავთ აღიარებით ჩვენებებს შესაბამისი ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების მხრიდან“, - განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების წევრმა“ ირაკლი ჭეიშვილმა.
თბილისში პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 64 პირი, მათ შორის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.