ძიუდო: მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

© Georgian National Olympic Committeeეთერ ლიპარტელიანი
ეთერ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2026
გამოწერა
შეჯიბრების პირველ დღეს 23 წლის გიორგი სარდალაშვილმა საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ნინო ლოლაძე (57კგ) და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) იჭიდავებენ.
ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს ნაკრები 13 სპორტსმენით არის წარმოდგენილი - ტურნირის ინდივიდუალური ასპარეზობა 4-10 ოქტომბერს, ხოლო გუნდური შეჯიბრება 11 ოქტომბერს ჩატარდება.
მეორე ეტაპზე შავდათუაშვილის მეტოქე კოსოვოელ და ირლანდიელ ძიუდოისტებს შორის გამარჯვებული იქნება. აღსანიშნავია, რომ ქართველს ბადეში იაპონელი მეტოქე ჰყავს – 22 წლის ტანაკა, რომელიც იუნიორთა შორის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონია.
ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, წონის ლიდერი და ოქროს მედლის მოპოვების უმთავრესი კანდიდატი ეთერ ლიპარტელიანი პირველ შეხვედრას ურუგვაელ ლეოპოლდთან გამართავს. ამავე წონაში იასპარეზებს კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი ნინო ლოლაძე, რომლის მეტოქეც იაპონელი ომორი იქნება.
დღეს შეჯიბრზე მედლები მამაკაცთა შორის 73 კგ წონით კატეგორიაში, ქალთა შორის კი 57 კგ წონით კატეგორიაში გათამაშდა.
შეჯიბრების პირველ დღეს 23 წლის გიორგი სარდალაშვილმა საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
ყველა ახალი ამბავი
0