საწვავის ფასები საქართველოში ფერმერებს აზარალებს – ვიდეო

გამოწერა
თითქმის 5 ლარი 1 ლიტრი დიზელის ფასი - ქართველი ფერმერებისთვის ახალ პრობლემად იქცა. ბოლო ერთი წლის მანძილზე საწვავი ორჯერ მეტად გაძვირდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
საწვავზე გაზრდილი ფასები განსაკუთრებით მტკივნეულად იგრძნობა ახლა, როდესაც ქვეყანაში საშემოდგომო კულტურების თესვის სამუშაოები იწყება. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა თითქმის მთლიანად დიზელის საწვავზეა დამოკიდებული, ამიტომაც დამატებითი ხარჯები პირდაპირ ზრდის მოსავლის ღირებულებას.
ფერმერები შიშობენ, რომ ძვირადღირებული დიზელი ადგილობრივ პროდუქციას იმპორტირებულთან შედარებით ნაკლებად კონკურენტუნარიანს გახდის და თუ საწვავზე მაღალი ფასები შენარჩუნდება, ფერმერების ხარჯები გაიზრდება,
რის კვალდაკვალ მოიმატებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საბოლოო ღირებულებაც.
ყველა ახალი ამბავი
0