https://sputnik-georgia.com/20261006/saqartvelo-chrdiloet-irlandia-pred-dasrulda-300990925.html
ერთა ლიგა: საქართველოს ნაკრებისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩი ფრედ დასრულდა
ერთა ლიგა: საქართველოს ნაკრებისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩი ფრედ დასრულდა
Sputnik საქართველო
4 ტურის შემდეგ ერთა ლიგის B2 ჯგუფში 8 ქულით კვლავ ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს და A ლიგაში აღზევების რეალური კანდიდატია, საქართველოს ნაკრები კი 2 ქულით მე-4... 06.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-06T00:48+0400
2026-10-06T00:48+0400
2026-10-06T00:59+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/0e/298104403_0:74:1440:884_1920x0_80_0_0_ce50aa41361bb3d2ca2797c36d35dad4.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ ირლანდიასთან გასვლითი მატჩი ჩაატარა და შეხვედრა ნულოვანი ფრე ანგარიშით დაასრულა.მატჩი ბელფასტში, „უინძორ პარკზე“ გაიმართა.საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან 25 სექტემბერს „დინამო არენაზე" გამართულ მატჩში ანგარიშით 0:1 დამარცხდა. წარუმატებელი სტარტის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თანამდებობა დატოვა. მის ნაცვლად საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე გახდა.თბილისში წარმატებული სტარტის შემდეგ, მასპინძლებს ლიდერობის განმტკიცება სურდათ, „ჯვაროსნებს“ კი – საქმის გამოსწორება. რამაზ სვანაძემ სათამაშო სქემაც შეცვალა და ძირითადი შემადგენლობაც. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სასტარტოში საბა საზონოვი, ზურიკო დავითაშვილი, გიზი მამაგეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და ბუდუ ზივზივაძე დააყენა.პირველმა ტაიმმა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების უპირატესობით ჩაიარა, „ჯვაროსნების“ ყველაზე სახიფათო შეტევას ზურიკო დავითაშვილი აგვირგვინებდა, მაგრამ მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. ჩრდილოეთ ირლანდიელებიც მწვავედ უტევდნენ, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი საიმედო თამაშობდა.მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები აშკარად გააქტიურდა და მომენტებიც შექმნა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. საქართველოს ნაკრები ორჯერ გადაურჩა გოლს გადაურჩა. 83-ე წუთზე კი გიორგი მამარდაშვილმა ისააკ პრაისის მიერ დარტყმული პენალტი მოიგერია.4 ტურის შემდეგ ერთა ლიგის B2 ჯგუფში 8 ქულით კვლავ ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს და A ლიგაში აღზევების რეალური კანდიდატია, საქართველოს ნაკრები კი 2 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/0e/298104403_82:0:1359:958_1920x0_80_0_0_546e1e1a5db88826e05228294d91f1a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ერთა ლიგა: საქართველოს ნაკრებისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩი ფრედ დასრულდა
00:48 06.10.2026 (განახლებულია: 00:59 06.10.2026) 4 ტურის შემდეგ ერთა ლიგის B2 ჯგუფში 8 ქულით კვლავ ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს და A ლიგაში აღზევების რეალური კანდიდატია, საქართველოს ნაკრები კი 2 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ ირლანდიასთან გასვლითი მატჩი ჩაატარა და შეხვედრა ნულოვანი ფრე ანგარიშით დაასრულა.
მატჩი ბელფასტში, „უინძორ პარკზე“ გაიმართა.
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან 25 სექტემბერს „დინამო არენაზე" გამართულ მატჩში ანგარიშით 0:1 დამარცხდა. წარუმატებელი სტარტის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თანამდებობა დატოვა. მის ნაცვლად საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე გახდა.
თბილისში წარმატებული სტარტის შემდეგ, მასპინძლებს ლიდერობის განმტკიცება სურდათ, „ჯვაროსნებს“ კი – საქმის გამოსწორება. რამაზ სვანაძემ სათამაშო სქემაც შეცვალა და ძირითადი შემადგენლობაც. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სასტარტოში საბა საზონოვი, ზურიკო დავითაშვილი, გიზი მამაგეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და ბუდუ ზივზივაძე დააყენა.
პირველმა ტაიმმა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების უპირატესობით ჩაიარა, „ჯვაროსნების“ ყველაზე სახიფათო შეტევას ზურიკო დავითაშვილი აგვირგვინებდა, მაგრამ მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. ჩრდილოეთ ირლანდიელებიც მწვავედ უტევდნენ, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი საიმედო თამაშობდა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები აშკარად გააქტიურდა და მომენტებიც შექმნა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. საქართველოს ნაკრები ორჯერ გადაურჩა გოლს გადაურჩა. 83-ე წუთზე კი გიორგი მამარდაშვილმა ისააკ პრაისის მიერ დარტყმული პენალტი მოიგერია.
4 ტურის შემდეგ ერთა ლიგის B2 ჯგუფში 8 ქულით კვლავ ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს და A ლიგაში აღზევების რეალური კანდიდატია, საქართველოს ნაკრები კი 2 ქულით მე-4 პოზიციაზეა.