https://sputnik-georgia.com/20261006/ruset-ukrainis-konfliqti-301098323.html
მიმოხილვა: დობროპოლიესა და ვოლჩანსკის ქვაბების დუღილის ტემპერატურა
მიმოხილვა: დობროპოლიესა და ვოლჩანსკის ქვაბების დუღილის ტემპერატურა
Sputnik საქართველო
დობროპოლიეში უკრაინის შეიარაღებული ძალების გარნიზონისა და ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ვოლჩანსკის მახლობლად, უკრაინული ჯარების დიდი დაჯგუფების... 06.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-06T13:52+0400
2026-10-06T13:52+0400
2026-10-11T08:53+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
მიმოხილვები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/03/298418502_0:160:3074:1889_1920x0_80_0_0_3ff11c65500eaaf3da7513f04cee2e27.jpg
დობროპოლიეში უკრაინის შეიარაღებული ძალების გარნიზონისა და ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ვოლჩანსკის მახლობლად, უკრაინული ჯარების დიდი დაჯგუფების სწრაფი ალყაში მოქცევა უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. კიევის შემდგომი მცდელობები, გადაესროლა რეზერვები და თავისი ჯარები ალყიდან დაეხსნა, წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსეთის არმია ეფექტურად თრგუნავს „ქვაბებში“ დარჩენილ წინააღმდეგობის კერებს, აქტიურად მოქმედებს გარე კონტურზე – ყოველდღიურად ათავისუფლებს ახალ ტერიტორიებსა და დასახლებულ პუნქტებს.ალყაში მოქცეულ დობროპოლიეში უკრაინული გარნიზონი, პრაქტიკულად, განადგურებულია. აქედან თავის დაღწევა ან გარედან გამაგრების მიღება მოწინააღმდეგეს არ შეუძლია. უკრაინელ ეროვნულ გვარდიელებს წარუმატებლად მეთაურობს მარიუპოლში „აზოვსტალის“ სარდაფებში მჯდომი ცნობილი „ტყვე“ დენის პროკოპენკო, იგივე რედისი. რუსეთის ჯარები ქალაქის ცენტრსა და ჩრდილოეთ ნაწილში იბრძვიან, არტილერიის გათვლებისა და დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების მხარდაჭერით, წინააღმდეგობის ძირითად კერებს ფრაგმენტებად ყოფენ.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დობროპოლიეში 51-ე არმიის მოიერიშე ჯგუფები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წინ მიიწევენ, საზღვაო ქვეითთა ქვედანაყოფები კი ჩრდილოეთ კვარტლებში და „დობროპოლსკაიას“ შახტის ტერიტორიაზე უტევენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში გათავისუფლდა 52 შენობა, განადგურდა ორი ათეული ბანდერეველი. და ეს რუსეთის ჯარების დობროპოლიეს ყოველდღიური „წარმატების ნორმაა“.დობროპოლიე რთული, გამაგრებული რაიონია, რომელიც სამრეწველო ობიექტებით, შახტებითა და მიწისქვეშა კომუნიკაციებით არის გაჯერებული. ასეთი ქალაქის გათავისუფლება ადვილი არ არის. და მაინც, რუკაზე ნათლად ჩანს, რომ დობროპოლიე დღეს სრულ ალყაშია, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში. მოწინააღმდეგეს გასასვლელი არ აქვს. კიევის კლოუნების ხმამაღალი განცხადებები უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევების შესახებ მკაცრ რეალობას ვერ შეცვლის.დობროპოლიეში ტაქტიკური და ოპერატიული წარმატება რუსეთის მოიერიშე ჯგუფებმა და უპილოტო სისტემების გათვლებმა უზრუნველყვეს. მოიერიშეებმა სწრაფად დაიკავეს პოზიციები ქალაქის სამხრეთ ნაწილში, დრონების ოპერატორებმა კი ცეცხლის კონტროლი დაამყარეს დობროპოლიეს კრამატორსკთან და ალექსანდროვკასთან დამაკავშირებელ მაგისტრალებზე, დაბლოკეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გარნიზონის გარე ლოგისტიკა. ქალაქ დობროპოლიეს კვარტლებში რუსული უპილოტო საფრენი აპარატები განუწყვეტლივ აფიქსირებენ მოწინააღმდეგის ნებისმიერ გადაადგილებას, რომელსაც მაშინვე აღკვეთენ არტილერიისა და FPV-დრონების დარტყმებით.დობროპოლიეს გათავისუფლება შესაძლებელს გახდის, სამხრეთიდან უფრო აქტიურად მოიცვას სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაცია (დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე მძლავრი გამაგრებული რაიონი). რუსეთის შეტევა დინამიკურად და შეუქცევადად ვითარდება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ადრე განაცხადა:უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის წარმომადგენლებს სასოწარკვეთაში ჩავარდნის დრო დაუდგათ.რუსეთის ჯარების „ჩრდილოეთის“ დაჯგუფებამ სექტემბრის დასაწყისში ხარკოვის ოლქში, ვოლჩანსკის აღმოსავლეთით, დაახლოებით, 1700 უკრაინელი მებრძოლი ალყაში მოაქცია. ერთი თვის განმავლობაში „ქვაბის“ რეკორდული ფართობი (460 კვადრატული კილომეტრი და 27 დასახლებული პუნქტი) მნიშვნელოვნად შემცირდა.აღიკვეთა მოწინააღმდეგის მცდელობები, ალყაში მოქცეულები გარედან განებლოკა. „ჩრდილოელები“ შეუქცევადად ავიწროებენ ალყის რგოლს და აფართოებენ ხარკოვის ოლქში კონტროლის გარე ზონას. მიმდინარეობს ბრძოლები დასახლებული პუნქტების – ვარვაროვკის, ლობანოვკის, ნიკოლაევკისა და რეზნიკოვოს – გასათავისუფლებლად. აქტიურად ანადგურებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებს სოფელ კუპინოსა და ჩერნოეს მახლობლად. კონტროლის გარე ზონის გაფართოების ფარგლებში, აქტიური ბრძოლები გრძელდება ანოპოლიეს, კოტოვკისა და პრიკოლოტნოესთვის. მოწინააღმდეგე აქტიურად ითრგუნება მძიმე საცეცხლე სისტემებით, არტილერიითა და დამრტყმელი დრონებით.უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები იზრდება, საბრძოლო სულისკვეთება კი ეცემა. ალყაში მოქცეული უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების საბრძოლო მასალითა და სურსათით მომარაგება მხოლოდ საჰაერო გზით, ჰექსაკოპტერებით არის შესაძლებელი, ვინაიდან ლოგისტიკა ძალიან მოწყვლადია. ეს კი ჯარების საბრძოლო მდგრადობას ამცირებს. როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ ხარკოვის ოლქის სოფელ კრეიდიანკაში თავის მებრძოლთა დახმარება შეწყვიტა, ისინი დეზორგანიზებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. შედეგად, კრეიდიანკა რუსეთის პირველი შეტევისთანავე მყისიერად გათავისუფლდა.ვოლჩანსკის „ქვაბის“ ლიკვიდაცია შესაძლებელს გახდის, ბელგოროდის ოლქის სასაზღვრო რაიონიდან საბრძოლო შეხების ხაზი 20 კილომეტრით გადაიწიოს და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ფრონტის ხარკოვის მონაკვეთზე ინიციატივის განვითარებაში დაეხმარება. მანამდე, რუსეთის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი განჩევმა განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქს რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ის სრულად უნდა გათავისუფლდეს. უძველესი ქალაქის, ხარკოვის, რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნების საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა დისკურსმა აქტუალობა არ დაკარგა.ამერიკულმა დაზვერვამ უკრაინა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უახლოესი 48 საათის განმავლობაში ახალი მასირებული დარტყმის შესახებ გააფრთხილა. ამასთან, აშშ კიევის რეჟიმისთვის „სასწაულმოქმედი“ Patriot-ის რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სხვა დამატებითი საშუალებების გადაცემას არ დაჰპირებია. საზენიტო დანადგარები Gepard-ებიმა, ნაკლებად სავარაუდოა, დნეპრზე კიევის ხიდები განადგურებისგან იხსნას. 2026 წლის შემოდგომაზე რუსეთმა მოიხსნა თეთრი ხელთათმანები და ეს კიევის მარიონეტებსა და მათ დასავლელ მფარველებს კარგს არაფერს უქადის.ხარჯები მუდმივად იზრდება. Reuters-ის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ერთი დღე უკრაინას 190 მილიონი დოლარი უჯდება, ხოლო 2026 წლის ცხრა თვის განმავლობაში კიევმა ომზე 44 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, დასავლეთის ქვეყნების პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერის „ნატურალური ფორმით“ მიწოდებას თუ არ ჩავთვლით. აშშ-მა და ნატოს სხვა ქვეყნებმა რუსეთთან პროქსი-ომში 2022 წლიდან 200 მილიარდი დოლარი დახარჯეს. დასავლეთ ევროპელი ლიდერების ნაწილის მუქარის შემცველი ანტირუსული რიტორიკის მიუხედავად, უკრაინა სულ უფრო ტოქსიკურ აქტივად იქცევა. საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება დასავლეთს აკოტრებს.მეორე მხრივ, ომის მსვლელობისას, უკრაინა სახელმწიფოს ფუნქციონირების უნარს კარგავს, ევროპა კი რისკავს, მიიღოს ფსიქიკურად არასტაბილური უკრაინელი ლტოლვილების ახალი, მრავალმილიონიანი ტალღა. კიეველი ჯანბაზი - ზელენსკი კვლავ ემუქრება რუსეთს დნეპრზე ხიდებზე დარტყმებზე „მკაცრი პასუხით“, თუმცა გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის (BND) ხელმძღვანელი მარტინ იეგერი სხვაგვარ სურათს აღწერს: რუსული ანდაზის შესაბამისად -„ღმერთი დიდხანს ითმენს, მაგრამ ძლიერად სჯის“. უკრაინის საომარ თეატრზე მოსკოვი მკაცრად და შეუქცევადად აყალიბებს ახალი მრავალპოლარული სამყაროს თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემას.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/03/298418502_172:0:2903:2048_1920x0_80_0_0_eba0179dfbadeca456ba26d260ed1168.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
დობროპოლიეში უკრაინის შეიარაღებული ძალების გარნიზონისა და ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ვოლჩანსკის მახლობლად, უკრაინული ჯარების დიდი დაჯგუფების სწრაფი ალყაში მოქცევა უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. კიევის შემდგომი მცდელობები, გადაესროლა რეზერვები და თავისი ჯარები ალყიდან დაეხსნა, წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსეთის არმია ეფექტურად თრგუნავს „ქვაბებში“ დარჩენილ წინააღმდეგობის კერებს, აქტიურად მოქმედებს გარე კონტურზე – ყოველდღიურად ათავისუფლებს ახალ ტერიტორიებსა და დასახლებულ პუნქტებს.
ალყაში მოქცეულ დობროპოლიეში უკრაინული გარნიზონი, პრაქტიკულად, განადგურებულია. აქედან თავის დაღწევა ან გარედან გამაგრების მიღება მოწინააღმდეგეს არ შეუძლია. უკრაინელ ეროვნულ გვარდიელებს წარუმატებლად მეთაურობს მარიუპოლში „აზოვსტალის“ სარდაფებში მჯდომი ცნობილი „ტყვე“ დენის პროკოპენკო, იგივე რედისი. რუსეთის ჯარები ქალაქის ცენტრსა და ჩრდილოეთ ნაწილში იბრძვიან, არტილერიის გათვლებისა და დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების მხარდაჭერით, წინააღმდეგობის ძირითად კერებს ფრაგმენტებად ყოფენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დობროპოლიეში 51-ე არმიის მოიერიშე ჯგუფები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წინ მიიწევენ, საზღვაო ქვეითთა ქვედანაყოფები კი ჩრდილოეთ კვარტლებში და „დობროპოლსკაიას“ შახტის ტერიტორიაზე უტევენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში გათავისუფლდა 52 შენობა, განადგურდა ორი ათეული ბანდერეველი. და ეს რუსეთის ჯარების დობროპოლიეს ყოველდღიური „წარმატების ნორმაა“.
დობროპოლიე რთული, გამაგრებული რაიონია, რომელიც სამრეწველო ობიექტებით, შახტებითა და მიწისქვეშა კომუნიკაციებით არის გაჯერებული. ასეთი ქალაქის გათავისუფლება ადვილი არ არის. და მაინც, რუკაზე ნათლად ჩანს, რომ დობროპოლიე დღეს სრულ ალყაშია, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში. მოწინააღმდეგეს გასასვლელი არ აქვს. კიევის კლოუნების ხმამაღალი განცხადებები უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევების შესახებ მკაცრ რეალობას ვერ შეცვლის.
დობროპოლიეში ტაქტიკური და ოპერატიული წარმატება რუსეთის მოიერიშე ჯგუფებმა და უპილოტო სისტემების გათვლებმა უზრუნველყვეს. მოიერიშეებმა სწრაფად დაიკავეს პოზიციები ქალაქის სამხრეთ ნაწილში, დრონების ოპერატორებმა კი ცეცხლის კონტროლი დაამყარეს დობროპოლიეს კრამატორსკთან და ალექსანდროვკასთან დამაკავშირებელ მაგისტრალებზე, დაბლოკეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გარნიზონის გარე ლოგისტიკა. ქალაქ დობროპოლიეს კვარტლებში რუსული უპილოტო საფრენი აპარატები განუწყვეტლივ აფიქსირებენ მოწინააღმდეგის ნებისმიერ გადაადგილებას, რომელსაც მაშინვე აღკვეთენ არტილერიისა და FPV-დრონების დარტყმებით.
დობროპოლიეს გათავისუფლება შესაძლებელს გახდის, სამხრეთიდან უფრო აქტიურად მოიცვას სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაცია (დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე მძლავრი გამაგრებული რაიონი). რუსეთის შეტევა დინამიკურად და შეუქცევადად ვითარდება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ადრე განაცხადა:
„რუსეთი იბრძოლებს დნეცკის სახალხო რესპუბლიკის ერთი პროცენტის მეასედის გათავისუფლებისთვისაც კი, აქ სალაპარაკო არაფერია“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის წარმომადგენლებს სასოწარკვეთაში ჩავარდნის დრო დაუდგათ.
რუსეთის ჯარების „ჩრდილოეთის“ დაჯგუფებამ სექტემბრის დასაწყისში ხარკოვის ოლქში, ვოლჩანსკის აღმოსავლეთით, დაახლოებით, 1700 უკრაინელი მებრძოლი ალყაში მოაქცია. ერთი თვის განმავლობაში „ქვაბის“ რეკორდული ფართობი (460 კვადრატული კილომეტრი და 27 დასახლებული პუნქტი) მნიშვნელოვნად შემცირდა.
აღიკვეთა მოწინააღმდეგის მცდელობები, ალყაში მოქცეულები გარედან განებლოკა. „ჩრდილოელები“ შეუქცევადად ავიწროებენ ალყის რგოლს და აფართოებენ ხარკოვის ოლქში კონტროლის გარე ზონას. მიმდინარეობს ბრძოლები დასახლებული პუნქტების – ვარვაროვკის, ლობანოვკის, ნიკოლაევკისა და რეზნიკოვოს – გასათავისუფლებლად. აქტიურად ანადგურებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებს სოფელ კუპინოსა და ჩერნოეს მახლობლად. კონტროლის გარე ზონის გაფართოების ფარგლებში, აქტიური ბრძოლები გრძელდება ანოპოლიეს, კოტოვკისა და პრიკოლოტნოესთვის. მოწინააღმდეგე აქტიურად ითრგუნება მძიმე საცეცხლე სისტემებით, არტილერიითა და დამრტყმელი დრონებით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები იზრდება, საბრძოლო სულისკვეთება კი ეცემა. ალყაში მოქცეული უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების საბრძოლო მასალითა და სურსათით მომარაგება მხოლოდ საჰაერო გზით, ჰექსაკოპტერებით არის შესაძლებელი, ვინაიდან ლოგისტიკა ძალიან მოწყვლადია. ეს კი ჯარების საბრძოლო მდგრადობას ამცირებს. როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ ხარკოვის ოლქის სოფელ კრეიდიანკაში თავის მებრძოლთა დახმარება შეწყვიტა, ისინი დეზორგანიზებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. შედეგად, კრეიდიანკა რუსეთის პირველი შეტევისთანავე მყისიერად გათავისუფლდა.
ვოლჩანსკის „ქვაბის“ ლიკვიდაცია შესაძლებელს გახდის, ბელგოროდის ოლქის სასაზღვრო რაიონიდან საბრძოლო შეხების ხაზი 20 კილომეტრით გადაიწიოს და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ფრონტის ხარკოვის მონაკვეთზე ინიციატივის განვითარებაში დაეხმარება. მანამდე, რუსეთის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი განჩევმა განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქს რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ის სრულად უნდა გათავისუფლდეს. უძველესი ქალაქის, ხარკოვის, რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნების საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა დისკურსმა აქტუალობა არ დაკარგა.
ამერიკულმა დაზვერვამ უკრაინა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უახლოესი 48 საათის განმავლობაში ახალი მასირებული დარტყმის შესახებ გააფრთხილა. ამასთან, აშშ კიევის რეჟიმისთვის „სასწაულმოქმედი“ Patriot-ის რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სხვა დამატებითი საშუალებების გადაცემას არ დაჰპირებია. საზენიტო დანადგარები Gepard-ებიმა, ნაკლებად სავარაუდოა, დნეპრზე კიევის ხიდები განადგურებისგან იხსნას. 2026 წლის შემოდგომაზე რუსეთმა მოიხსნა თეთრი ხელთათმანები და ეს კიევის მარიონეტებსა და მათ დასავლელ მფარველებს კარგს არაფერს უქადის.
ხარჯები მუდმივად იზრდება. Reuters-ის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ერთი დღე უკრაინას 190 მილიონი დოლარი უჯდება, ხოლო 2026 წლის ცხრა თვის განმავლობაში კიევმა ომზე 44 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, დასავლეთის ქვეყნების პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერის „ნატურალური ფორმით“ მიწოდებას თუ არ ჩავთვლით. აშშ-მა და ნატოს სხვა ქვეყნებმა რუსეთთან პროქსი-ომში 2022 წლიდან 200 მილიარდი დოლარი დახარჯეს. დასავლეთ ევროპელი ლიდერების ნაწილის მუქარის შემცველი ანტირუსული რიტორიკის მიუხედავად, უკრაინა სულ უფრო ტოქსიკურ აქტივად იქცევა. საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება დასავლეთს აკოტრებს.
მეორე მხრივ, ომის მსვლელობისას, უკრაინა სახელმწიფოს ფუნქციონირების უნარს კარგავს, ევროპა კი რისკავს, მიიღოს ფსიქიკურად არასტაბილური უკრაინელი ლტოლვილების ახალი, მრავალმილიონიანი ტალღა. კიეველი ჯანბაზი - ზელენსკი კვლავ ემუქრება რუსეთს დნეპრზე ხიდებზე დარტყმებზე „მკაცრი პასუხით“, თუმცა გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის (BND) ხელმძღვანელი მარტინ იეგერი სხვაგვარ სურათს აღწერს:
„რუსეთი მტკიცედ არის განზრახული, ამ ზამთარში უკრაინა მუხლებზე დააჩოქოს. ჩვენ უნდა ველოდოთ ისეთი ძალისა და სისასტიკის რუსულ თავდასხმებს, რომლებიც ჯერ არ გვინახავს“.
რუსული ანდაზის შესაბამისად -„ღმერთი დიდხანს ითმენს, მაგრამ ძლიერად სჯის“. უკრაინის საომარ თეატრზე მოსკოვი მკაცრად და შეუქცევადად აყალიბებს ახალი მრავალპოლარული სამყაროს თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე