მასწავლებელი საქართველოში: რამდენად დაფასებულია ეს პროფესია?

გამოწერა
პედაგოგობა არის პროფესია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ნებისმიერი ქვეყნის მომავალი.
რამდენად პრესტიჟულია პედაგოგობა თანამედროვე საქართველოში? დღეს საქართველოს სკოლებში დაახლოებით 66 ათასი პედაგოგია დასაქმებული. აქედან - ათიდან ცხრა - ქალია.

საქართველოში მასწავლებლის პროფესია ტრადიციულად პატივსაცემი იყო,
თუმცა, დღეს მხოლოდ პატივისცემა საკმარისი არ არის. სკოლებს ახალგაზრდა სპეციალისტები სჭირდებათ, პროფესიამ კი სხვა სფეროებს უნდა გაუწიოს კონკურენცია არა მარტო საზოგადოებრივი მნიშვნელობით, არამედ სამუშაო პირობებითა და შემოსავლით.
2024 წლიდან ხელისუფლებამ პედაგოგების ანაზღაურების სისტემა შეცვალა - საშუალოდ, ხელფასები 500 ლარით გაიზარდა, ზოგიერთი მასწავლებლის კი 800 ლარით. ხელფასი ახლა პირდაპირ დამოკიდებულია დატვირთვაზე, სტაჟზე, კვალიფიკაციასა და სტატუსზე.
ყველა ახალი ამბავი
0