„თბილისობა-2026": საყვარელი ქალაქის დღე - ვიდეო

გამოწერა
მუსიკის, ქართული სამზარეულოსა და ქალაქის დღესასწაულის ორი დღე. უქმეებზე საქართველოს დედაქალაქში „თბილისობა" - ყველაზე მრავალფეროვანი და საყვარელი დღესასწაული აღნიშნეს.
წელს სადღესასწაულო ღონისძიებები ქალაქის ცენტრში რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა. სტუმრებს ელოდათ კონცერტები, ქართული სამზარეულოს ფესტივალი, მასტერ-კლასები, ბაზრობები და ბავშვებისთვის გასართობები.
ევროპის მოედანზე და მეტეხის ხიდთან ავტომობილების გამოფენა და მოტოფესტივალი გაიმართა, რომელზეც საუკეთესო ბაიკერები დაასახელეს. რიყის პარკმა ახალგაზრდებს შორის სპორტულ შეჯიბრებებს უმასპინძლა.
ორი დღის მანძილზე ძველი თბილისი ერთ მთლიან სადღესასწაულო -ხმაურიან, ხალხმრავალ და თბილისურად სტუმართმოყვარე მოედნად გადაიქცა.
ყველა ახალი ამბავი
0