https://sputnik-georgia.com/20261005/tbilisis-mosaxleobis-nawils-wkali-sheezgudeba-300982307.html
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება
Sputnik საქართველო
„ჯივიპი“ რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს 05.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-05T22:35+0400
2026-10-05T22:35+0400
2026-10-05T22:35+0400
საქართველო
gwp
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24547/89/245478921_0:80:1924:1162_1920x0_80_0_0_bc43363d58ea1c867dcf46f42c1656ee.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. მთაწმინდის, კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონების მოსახლეობის ნაწილს 6 ოქტომბერს წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება, იუწყება წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP).GWP-ის ცნობით, კომპანია რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოებს ასრულებს და განახლებული ქსელების ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს. განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ბოლო გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 6 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყებენ და პარალელურად რამდენიმე მონაკვეთზე იმუშავებენ. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში განახლდა 3,6 კმ სიგრძის წყალსადენისა და 1.3 კმ სიგრძის წყალარინების ქსელი, დამონტაჟდა 71 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 9 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 12.5 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 6 ოქტომბერს 11:00 საათიდან 7 ოქტომბრის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის, კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონების მოსახლეობის ნაწილს. ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ აქ>>>„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24547/89/245478921_136:0:1789:1240_1920x0_80_0_0_b3d5d56b5a97e89c8cd4969c4a595c39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, gwp, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, gwp, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება
„ჯივიპი“ რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. მთაწმინდის, კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონების მოსახლეობის ნაწილს 6 ოქტომბერს წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება, იუწყება წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP).
GWP-ის ცნობით, კომპანია რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოებს ასრულებს და განახლებული ქსელების ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს.
განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ბოლო გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 6 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყებენ და პარალელურად რამდენიმე მონაკვეთზე იმუშავებენ.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში განახლდა 3,6 კმ სიგრძის წყალსადენისა და 1.3 კმ სიგრძის წყალარინების ქსელი, დამონტაჟდა 71 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 9 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 12.5 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 6 ოქტომბერს 11:00 საათიდან 7 ოქტომბრის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის, კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონების მოსახლეობის ნაწილს. ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ აქ
>>>„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.