https://sputnik-georgia.com/20261005/saqartvelo-chrdiloet-irlandias-daupirispirdeba-300971092.html
საქართველო უეფას ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება
საქართველო უეფას ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდია B2 ჯგუფში 7 ქულით ლიდერია და A ლიგაში აღზევების რეალური შანსი გაუჩნდა. საქართველო კი ტურნირის პირველი 3 მატჩის შემდეგ 1 ქულით... 05.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-05T11:39+0400
2026-10-05T11:39+0400
2026-10-05T11:39+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/01/300923028_0:312:1638:1233_1920x0_80_0_0_67883cd0a0476b2569254444028b1f72.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურში გასვლით მატჩს ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს. მატჩი ბელფასტში, „უინძორ პარკზე“, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან 25 სექტემბერს „დინამო არენაზე" გამართულ მატჩში ანგარიშით 0:1 დამარცხდა. წარუმატებელი სტარტის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თანამდებობა დატოვა. მის ნაცვლად საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე გახდა.სვანაძეს, რომელიც მანამდე ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი იყო, რთული მისია დაეკისრა – გულშემატკივარი იმ წარმატების განვითარებას ელის, რომელიც საქართველოს ნაკრებში სანიოლის მოსვლის შემდეგ დაიწყო. სანიოლი გუნდს 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა და საქართველოს ისტორიაში პირველად, გუნდი ევროპის ჩემპიონატზე (2024) გაიყვანა, სადაც მერვედფინალში ტურნირის მომავალ გამარჯვებულ ესპანეთთან დამარცხდა.ევრო-2024-ის შემდეგ გუნდმა დაღმასვლა დაიწყო, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ორი შესარჩევი ციკლი ჩააგდო – ერთა ლიგის 2024-25 წლების სეზონი და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. ახალი მწვრთნელის რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ეროვნულმა გუნდმა 28 სექტემბერს უკრაინასთან ფრედ (0:0) ითამაშა, შემდეგ კი ბუდაპეშტში უნგრეთთან (0:1) დამარცხდა, მხოლოდ ერთი ქულა აქვს და ჯერ გოლიც არ გაუტანია. საქართველოს ნაკრებს ბელფასტში „შტურმის“ ცენტრალური ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება, რომელმაც გასულ ტურში უნგრეთთან კუნთი დაიზიანა. მისი არყოფნის პირობებში, რამაზ სვანაძე, სავარაუდოდ, ანზორ მექვაბიშვილს, ირაკლი ეგოიანს ან გიზი მამაგეიშვილს მისცემს შანსს.ამ ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდია B2 ჯგუფში 7 ქულით ლიდერია და A ლიგაში აღზევების რეალური შანსი გაუჩნდა. საქართველო კი ტურნირის პირველი 3 მატჩის შემდეგ 1 ქულით, ჯგუფში ბოლო ადგილზეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/01/300923028_0:158:1638:1387_1920x0_80_0_0_4a9c2abb02b8cb06ffe6fb511ba55725.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო უეფას ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება
ამ ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდია B2 ჯგუფში 7 ქულით ლიდერია და A ლიგაში აღზევების რეალური შანსი გაუჩნდა. საქართველო კი ტურნირის პირველი 3 მატჩის შემდეგ 1 ქულით, ჯგუფში ბოლო ადგილზეა.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურში გასვლით მატჩს ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს.
მატჩი ბელფასტში, „უინძორ პარკზე“, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან 25 სექტემბერს „დინამო არენაზე" გამართულ მატჩში ანგარიშით 0:1 დამარცხდა. წარუმატებელი სტარტის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თანამდებობა დატოვა. მის ნაცვლად საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე გახდა.
სვანაძეს, რომელიც მანამდე ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი იყო, რთული მისია დაეკისრა – გულშემატკივარი იმ წარმატების განვითარებას ელის, რომელიც საქართველოს ნაკრებში სანიოლის მოსვლის შემდეგ დაიწყო. სანიოლი გუნდს 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა და საქართველოს ისტორიაში პირველად, გუნდი ევროპის ჩემპიონატზე (2024) გაიყვანა, სადაც მერვედფინალში ტურნირის მომავალ გამარჯვებულ ესპანეთთან დამარცხდა.
ევრო-2024-ის შემდეგ გუნდმა დაღმასვლა დაიწყო, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ორი შესარჩევი ციკლი ჩააგდო – ერთა ლიგის 2024-25 წლების სეზონი და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი.
ახალი მწვრთნელის რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ეროვნულმა გუნდმა 28 სექტემბერს უკრაინასთან ფრედ (0:0) ითამაშა, შემდეგ კი ბუდაპეშტში უნგრეთთან (0:1) დამარცხდა, მხოლოდ ერთი ქულა აქვს და ჯერ გოლიც არ გაუტანია.
საქართველოს ნაკრებს ბელფასტში „შტურმის“ ცენტრალური ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება, რომელმაც გასულ ტურში უნგრეთთან კუნთი დაიზიანა. მისი არყოფნის პირობებში, რამაზ სვანაძე, სავარაუდოდ, ანზორ მექვაბიშვილს, ირაკლი ეგოიანს ან გიზი მამაგეიშვილს მისცემს შანსს.
ამ ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდია B2 ჯგუფში 7 ქულით ლიდერია და A ლიგაში აღზევების რეალური შანსი გაუჩნდა. საქართველო კი ტურნირის პირველი 3 მატჩის შემდეგ 1 ქულით, ჯგუფში ბოლო ადგილზეა.