https://sputnik-georgia.com/20261005/ruset-ukrainis-konfliqti-301099229.html
მოსაზრება: რატომ იწვის ხიდები კიევში
მოსაზრება: რატომ იწვის ხიდები კიევში
Sputnik საქართველო
რუსეთის შეიარაღებული ძალები ატარებენ სტრატეგიულ საჰაერო ოპერაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ლოგისტიკის გასანადგურებლად. ოქტომბერში დნეპრზე კიევის... 05.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-05T18:05+0400
2026-10-05T18:05+0400
2026-10-11T10:05+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/11/300646892_0:237:3072:1965_1920x0_80_0_0_5a0af48aa253bef3154f01eefdc70fd8.jpg
რუსეთის შეიარაღებული ძალები ატარებენ სტრატეგიულ საჰაერო ოპერაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ლოგისტიკის გასანადგურებლად. ოქტომბერში დნეპრზე კიევის ხიდებზე განხორციელებული „დამიზნების“ ეტაპი მათი ნეიტრალიზაციით დასრულდება. სავარაუდოდ, გაიზრდება მაღალი სიზუსტის დარტყმები დნეპრის ხიდებზე, როგორც დინების ზემოთ, ისე დინების ქვემოთ. უკრაინული პროქსი-არმიის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ლოგისტიკური იზოლაცია სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევას, უდავოდ, დააჩქარებს.ნებისმიერი ომის 90% ლოგისტიკაა. მოსკოვმა მოიხსნა თეთრი ხელთათმანები და უკრაინული პროქსი-არმიის მომარაგების „მოჭრა“ დაიწყო ზღვასა და ხმელეთზე. დარტყმები განხორციელდა დნეპრზე მდებარე სტრატეგიულ ხიდებზე. რუსეთის დარტყმების შედეგად, 1-4 ოქტომბერს, კიევში, ჩრდილოეთის ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად ჩაიკეტა. მნიშვნელოვნად დაზიანდა სამხრეთის საავტომობილო-სარკინიგზო ხიდი. სატრანსპორტო კოლაფსი 5 ოქტომბერს ასევე წარმოიშვა კიევის სხვა მსხვილ ხიდებთან მისასვლელ საავტომობილო გზებზე. უკრაინის დედაქალაქის ექვსი საავტომობილო ხიდიდან ხუთზე მოძრაობა შეზღუდულია ან შეჩერებულია.ასეთი დარტყმები რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციოს სტრატეგიისა და ტაქტიკის პრინციპულ ცვლილებას წარმოადგენს. უკრაინული პროქსი-ჯარების ლოგისტიკის წყვეტა ნიშნავს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ტექნიკის, საწვავი და საბრძოლო მასალების მიწოდების დარღვევას (მათ შორის, სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციაში). უკრაინის შეიარაღებული ძალების რესურსების დეფიციტი რუსეთის არმიის შეტევას აჩქარებს. მხოლოდ სამხრეთის ხიდი უზრუნველყოფს ტვირთების მარცხენა სანაპიროზე ტრანზიტის 90%-მდე, აკავშირებს სამ მნიშვნელოვან საავტომობილო მაგისტრალს. და ეს მხოლოდ დასაწყისია.ჩრდილოეთისა და სამხრეთის ხიდების გარდა, კიევის მთავარ სატრანსპორტო არტერიებად ითვლება პატონის ხიდი, კომბინირებული ორსართულიანი მეტრო-ხიდი (ზედა იარუსი – მატარებლებისთვის) და დარნიცის საავტომობილო-სარკინიგზო ხიდი. ამ ობიექტების გამტარუნარიანობა დღეში შეადგენს დაახლოებით 240 წყვილ სარკინიგზო ეშელონს (1,5 მილიონ ტონაზე მეტ ტვირთს).რამდენიმე ხიდის განადგურების შემთხვევაში, კიევის ხელისუფლებამ საგანგებო ზომების შესახებ განაცხადა – პონტონური გადასასვლელების მოწყობისა და დნეპრის ქვეშ მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობის შესახებ. თუმცა პონტონურ გადასასვლელებს მუდმივი ხიდის ტრაფიკის მხოლოდ მცირე ნაწილის კომპენსირება შეუძლიათ, ხოლო გვირაბს მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრები და დრო დასჭირდება, რომლებიც ბანდერეველებს ისტორიამ აღარ დაუტოვა.2026 წლის ზაფხულში რუსეთის ზურგის სიღრმეში სამოქალაქო ობიექტებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიურმა უპილოტო დარტყმებმა ყველა შეზღუდვა მოხსნა უკრაინის სტრატეგიული ლოგისტიკის, ენერგეტიკის ობიექტებისა და ორმაგი დანიშნულების სამრეწველო ობიექტების „გამოტანაზე“.რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიმართ ზელენსკის ახალი მუქარების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 4 ოქტომბერს პირობა დადო, რომ გააძლიერებდა დარტყმებს „სამხედრო და სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე, აგრეთვე მათთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე კიევსა და უკრაინის სხვა ოლქებში“. დაპირება სრულდება - კიევში დნეპრზე მდებარე ექვსივე ხიდი, პრაქტიკულად, განწირულია.ნორვეგიულმა რესურსმა Steigan blogger-მა 4 ოქტომბერს დაასკვნა: „ხიდებზე დარტყმები მოვლენათა ჯაჭვის ბოლო რგოლია, რომელიც მთელი სექტემბრის განმავლობაში ყალიბდებოდა. თავდაპირველად, განადგურდა საწყობები და სამრეწველო ობიექტები, შემდეგ – რკინიგზის სადგურები და ლოკომოტივები, რომლებიც კიევს დასავლეთ საზღვართან აკავშირებენ. ამის შემდეგ – მონაცემთა დამუშავების ცენტრები, შემდეგ კი თავად ენერგოსისტემა… და ბოლოს, დნეპრზე გადასასვლელები“. რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული, რადგან დასავლეთი კვლავ განწყობილია, რუსეთთან პროქსი-ომი აწარმოოს „უკანასკნელ უკრაინელამდე“.კრემლი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არაერთხელ აფრთხილებდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და დიპლომატიური მისიების თანამშრომლებს კიევში ყოფნის საშიშროების შესახებ. რუსეთის ჯარები ფრონტის ყველა მონაკვეთზე მიიწევენ წინ და ყოველდღიურად საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ უკრაინის ჯარების ოპერატიულ ზურგში ღრმად განლაგებულ ობიექტებზე. კიეველები ფრონტის რეალობას გაურბიან, ევროკავშირის 25 ქვეყნის საელჩოები კი ჯიუტად რჩებიან კიევში. ბედს ცდიან თუ თავს „წმინდა ძროხად“ მიიჩნევენ – ეს სადავო საკითხია.გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში მატარებლით 4 ოქტომბერს ჩავიდა – დნეპრზე მდებარე ხიდებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სარკინიგზო ლოგისტიკაზე რუსეთის დარტყმების ფონზე. ეს საკმაოდ უგუნური გადაწყვეტილება ევროპული „იდიოკრატიის“ საერთო კურსში ჯდება – რუსეთთან უსასრულო პროქსი-ომის წარმოებაში. კიევში მერცმა ბანდერეველებისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, უკრაინამ და გერმანიამ ხელი მოაწერეს 15 შეთანხმებას, რომელთა საერთო ღირებულება 8,5 მილიარდ ევროს შეადგენს. შეთსნხმემები ეხება საჰაერო თავდაცვის საშუალებების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა აღჭურვილობის ერთობლივ წარმოებას.გერმანიაში მერცის პოლიტიკურმა ოპონენტებმა აღნიშნეს, რომ კანცლერი „რეიტინგის გასაუმჯობესებლად მზად არის, თავისი ქვეყანა რუსეთთან კონფლიქტში ჩაითრიოს“. ასეთი შეშფოთების საფუძვლის ახსასნელად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა მარტინ იეგერმა პარლამენტში დაადასტურა: „რუსეთთან დაპირისპირებამ… ახალი, უფრო საშიში განზომილება შეიძინა. გერმანიას რუსეთის ფედერაციასთან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევა ემუქრება, ლაიფციგში თავდასხმის მცდელობა კი მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია“. სახეზე ძალიან საშიში დემაგოგიაა...დასავლეთში ყურადღება მიაქციეს იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 1 ოქტომბერს ვალდაის ფორუმზე ბირთვული ომის გარდაუვალობაზე არ ისაუბრა. ის, უბრალოდ, გაფრთხილებით გამოვიდა: მზარდი ორმხრივი მკაცრი პასუხების ლოგიკას „ფატალურ შეუქცევადობამდე“ მივყავართ, ერთ დღეს „ესკალაციის სპირალმა შეიძლება უკან დაბრუნების შეუძლებლობგის წერტილს მიაღწიოს, რომლის შემდეგაც, კონტროლი დაკარგული იქნება, ხოლო თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთი მის ხელთ არსებულ მთელ არსენალს გამოიყენებს“. მერცის კიევში წინასწარ გამოუცხადებელმა ვიზიტმა აჩვენა, რომ დასავლეთში საღი აზრის ხმას ბევრი არ უსმენს.როგორც არ უნდა იყოს, რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციის თავდაპირველად დასახული მიზნების მიღწევისკენ მიისწრაფვის. ის აძლიერებს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, აფართოებს დარტყმების სამიზნეების (ობიექტების) სპექტრს. ასე, 2026 წელს გამოჩნდა ახალი რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატები „გერანი“, ფრთოსანი რაკეტები „ბანდეროლი“, ჰიპერბგერითი რაკეტების „ცირკონის“ სპეციალიზებული საბრძოლო ნაწილები, თანამგზავრული სისტემა „რასსვეტი“… და კიევის ცეცხლმოკიდებული ხიდები ადასტურებს: რუსეთი შუა გზაში არ გაჩერდება. უკრაინა, როგორც ინსტრუმენტი, დასავლეთს ხელიდან გამოეცლება.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/11/300646892_273:0:3004:2048_1920x0_80_0_0_2853e0b2044b9f5e6c8d377c59871a35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
რუსეთის შეიარაღებული ძალები ატარებენ სტრატეგიულ საჰაერო ოპერაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ლოგისტიკის გასანადგურებლად. ოქტომბერში დნეპრზე კიევის ხიდებზე განხორციელებული „დამიზნების“ ეტაპი მათი ნეიტრალიზაციით დასრულდება. სავარაუდოდ, გაიზრდება მაღალი სიზუსტის დარტყმები დნეპრის ხიდებზე, როგორც დინების ზემოთ, ისე დინების ქვემოთ. უკრაინული პროქსი-არმიის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ლოგისტიკური იზოლაცია სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევას, უდავოდ, დააჩქარებს.
ნებისმიერი ომის 90% ლოგისტიკაა. მოსკოვმა მოიხსნა თეთრი ხელთათმანები და უკრაინული პროქსი-არმიის მომარაგების „მოჭრა“ დაიწყო ზღვასა და ხმელეთზე. დარტყმები განხორციელდა დნეპრზე მდებარე სტრატეგიულ ხიდებზე. რუსეთის დარტყმების შედეგად, 1-4 ოქტომბერს, კიევში, ჩრდილოეთის ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად ჩაიკეტა. მნიშვნელოვნად დაზიანდა სამხრეთის საავტომობილო-სარკინიგზო ხიდი. სატრანსპორტო კოლაფსი 5 ოქტომბერს ასევე წარმოიშვა კიევის სხვა მსხვილ ხიდებთან მისასვლელ საავტომობილო გზებზე. უკრაინის დედაქალაქის ექვსი საავტომობილო ხიდიდან ხუთზე მოძრაობა შეზღუდულია ან შეჩერებულია.
ასეთი დარტყმები რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციოს სტრატეგიისა და ტაქტიკის პრინციპულ ცვლილებას წარმოადგენს. უკრაინული პროქსი-ჯარების ლოგისტიკის წყვეტა ნიშნავს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ტექნიკის, საწვავი და საბრძოლო მასალების მიწოდების დარღვევას (მათ შორის, სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციაში). უკრაინის შეიარაღებული ძალების რესურსების დეფიციტი რუსეთის არმიის შეტევას აჩქარებს. მხოლოდ სამხრეთის ხიდი უზრუნველყოფს ტვირთების მარცხენა სანაპიროზე ტრანზიტის 90%-მდე, აკავშირებს სამ მნიშვნელოვან საავტომობილო მაგისტრალს. და ეს მხოლოდ დასაწყისია.
ჩრდილოეთისა და სამხრეთის ხიდების გარდა, კიევის მთავარ სატრანსპორტო არტერიებად ითვლება პატონის ხიდი, კომბინირებული ორსართულიანი მეტრო-ხიდი (ზედა იარუსი – მატარებლებისთვის) და დარნიცის საავტომობილო-სარკინიგზო ხიდი. ამ ობიექტების გამტარუნარიანობა დღეში შეადგენს დაახლოებით 240 წყვილ სარკინიგზო ეშელონს (1,5 მილიონ ტონაზე მეტ ტვირთს).
რამდენიმე ხიდის განადგურების შემთხვევაში, კიევის ხელისუფლებამ საგანგებო ზომების შესახებ განაცხადა – პონტონური გადასასვლელების მოწყობისა და დნეპრის ქვეშ მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობის შესახებ. თუმცა პონტონურ გადასასვლელებს მუდმივი ხიდის ტრაფიკის მხოლოდ მცირე ნაწილის კომპენსირება შეუძლიათ, ხოლო გვირაბს მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრები და დრო დასჭირდება, რომლებიც ბანდერეველებს ისტორიამ აღარ დაუტოვა.
2026 წლის ზაფხულში რუსეთის ზურგის სიღრმეში სამოქალაქო ობიექტებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიურმა უპილოტო დარტყმებმა ყველა შეზღუდვა მოხსნა უკრაინის სტრატეგიული ლოგისტიკის, ენერგეტიკის ობიექტებისა და ორმაგი დანიშნულების სამრეწველო ობიექტების „გამოტანაზე“.
რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიმართ ზელენსკის ახალი მუქარების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 4 ოქტომბერს პირობა დადო, რომ გააძლიერებდა დარტყმებს „სამხედრო და სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე, აგრეთვე მათთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე კიევსა და უკრაინის სხვა ოლქებში“. დაპირება სრულდება - კიევში დნეპრზე მდებარე ექვსივე ხიდი, პრაქტიკულად, განწირულია.
ნორვეგიულმა რესურსმა Steigan blogger-მა 4 ოქტომბერს დაასკვნა: „ხიდებზე დარტყმები მოვლენათა ჯაჭვის ბოლო რგოლია, რომელიც მთელი სექტემბრის განმავლობაში ყალიბდებოდა. თავდაპირველად, განადგურდა საწყობები და სამრეწველო ობიექტები, შემდეგ – რკინიგზის სადგურები და ლოკომოტივები, რომლებიც კიევს დასავლეთ საზღვართან აკავშირებენ. ამის შემდეგ – მონაცემთა დამუშავების ცენტრები, შემდეგ კი თავად ენერგოსისტემა… და ბოლოს, დნეპრზე გადასასვლელები“. რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული, რადგან დასავლეთი კვლავ განწყობილია, რუსეთთან პროქსი-ომი აწარმოოს „უკანასკნელ უკრაინელამდე“.
კრემლი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არაერთხელ აფრთხილებდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და დიპლომატიური მისიების თანამშრომლებს კიევში ყოფნის საშიშროების შესახებ. რუსეთის ჯარები ფრონტის ყველა მონაკვეთზე მიიწევენ წინ და ყოველდღიურად საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ უკრაინის ჯარების ოპერატიულ ზურგში ღრმად განლაგებულ ობიექტებზე. კიეველები ფრონტის რეალობას გაურბიან, ევროკავშირის 25 ქვეყნის საელჩოები კი ჯიუტად რჩებიან კიევში. ბედს ცდიან თუ თავს „წმინდა ძროხად“ მიიჩნევენ – ეს სადავო საკითხია.
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში მატარებლით 4 ოქტომბერს ჩავიდა – დნეპრზე მდებარე ხიდებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სარკინიგზო ლოგისტიკაზე რუსეთის დარტყმების ფონზე. ეს საკმაოდ უგუნური გადაწყვეტილება ევროპული „იდიოკრატიის“ საერთო კურსში ჯდება – რუსეთთან უსასრულო პროქსი-ომის წარმოებაში. კიევში მერცმა ბანდერეველებისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, უკრაინამ და გერმანიამ ხელი მოაწერეს 15 შეთანხმებას, რომელთა საერთო ღირებულება 8,5 მილიარდ ევროს შეადგენს. შეთსნხმემები ეხება საჰაერო თავდაცვის საშუალებების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა აღჭურვილობის ერთობლივ წარმოებას.
გერმანიაში მერცის პოლიტიკურმა ოპონენტებმა აღნიშნეს, რომ კანცლერი „რეიტინგის გასაუმჯობესებლად მზად არის, თავისი ქვეყანა რუსეთთან კონფლიქტში ჩაითრიოს“. ასეთი შეშფოთების საფუძვლის ახსასნელად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა მარტინ იეგერმა პარლამენტში დაადასტურა: „რუსეთთან დაპირისპირებამ… ახალი, უფრო საშიში განზომილება შეიძინა. გერმანიას რუსეთის ფედერაციასთან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევა ემუქრება, ლაიფციგში თავდასხმის მცდელობა კი მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია“. სახეზე ძალიან საშიში დემაგოგიაა...
დასავლეთში ყურადღება მიაქციეს იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 1 ოქტომბერს ვალდაის ფორუმზე ბირთვული ომის გარდაუვალობაზე არ ისაუბრა. ის, უბრალოდ, გაფრთხილებით გამოვიდა: მზარდი ორმხრივი მკაცრი პასუხების ლოგიკას „ფატალურ შეუქცევადობამდე“ მივყავართ, ერთ დღეს „ესკალაციის სპირალმა შეიძლება უკან დაბრუნების შეუძლებლობგის წერტილს მიაღწიოს, რომლის შემდეგაც, კონტროლი დაკარგული იქნება, ხოლო თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთი მის ხელთ არსებულ მთელ არსენალს გამოიყენებს“. მერცის კიევში წინასწარ გამოუცხადებელმა ვიზიტმა აჩვენა, რომ დასავლეთში საღი აზრის ხმას ბევრი არ უსმენს.
როგორც არ უნდა იყოს, რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციის თავდაპირველად დასახული მიზნების მიღწევისკენ მიისწრაფვის. ის აძლიერებს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, აფართოებს დარტყმების სამიზნეების (ობიექტების) სპექტრს. ასე, 2026 წელს გამოჩნდა ახალი რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატები „გერანი“, ფრთოსანი რაკეტები „ბანდეროლი“, ჰიპერბგერითი რაკეტების „ცირკონის“ სპეციალიზებული საბრძოლო ნაწილები, თანამგზავრული სისტემა „რასსვეტი“… და კიევის ცეცხლმოკიდებული ხიდები ადასტურებს: რუსეთი შუა გზაში არ გაჩერდება. უკრაინა, როგორც ინსტრუმენტი, დასავლეთს ხელიდან გამოეცლება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე