მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პესკოვი: რუსეთის ეკონომიკაზე მიყენებული დარტყმებისთვის უკრაინა შესაბამის ფასს გადაიხდის

© POOL / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2026
გამოწერა
პესკოვის თქმით კიევის რეჟიმი „რუსეთის ფედერაციის მშვიდობიან ეკონომიკაში სამიზნეების ჩამონათვალის გაფართოებაზე გადავიდა
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების გამო უკრაინა შესაბამის ფასს გადაიხდის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან.
„ის, რასაც ჩვენი შეიარაღებული ძალები ახლა აკეთებენ, ამაზე შურისძიებაა. უკრაინამ ამ ქმედებებისთვის პასუხი უნდა აგოს და აუცილებლად აგებს კიდეც“, — აღნიშნა პესკოვმა.
ამ კონტექსტში მან გაიხსენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ სწორედ კიევის რეჟიმმა დაიწყო პირველმა რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების მიყენება.
ახლა კი, პესკოვის სიტყვებით, კიევის რეჟიმი „რუსეთის ფედერაციის მშვიდობიან ეკონომიკაში სამიზნეების ჩამონათვალის გაფართოებაზე გადავიდა“.
მანამდე, „ვალდაის“ დისკუსიების კლუბში გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს უკრაინულ სამიზნეებზე საპასუხო დარტყმების განხორციელებას კიევის რეჟიმის თავდასხმების საპასუხოდ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან ისმის მოწოდებები შავ ზღვაში უკრაინული გემების წინააღმდეგ რუსეთის საპასუხო დარტყმების შეწყვეტის შესახებ, რუსეთი ამას არ გააკეთებს.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მეტალურგიული მრეწველობა მას შემდეგ განადგურდა, რაც რუსეთმა უკრაინული ობიექტების წინააღმდეგ მასშტაბური საპასუხო დარტყმების განხორციელება დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0