შალვა პაპუაშვილი IPU-ს 153-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას

© photo: Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2026
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქალაქ არუშაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ქალაქ არუშაში გაემგზავრა, სადაცსაპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური.
უწყების ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა და საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, არიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.
საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეა იმართება 2026 წლის 5- 9 ოქტომბერს ტანზანიაში, ქალაქ არუშაში იმართება. ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია ტანზანიის ეროვნული ასამბლეა (Bunge la Tanzania). მასში მონაწილეობს 180-ზე მეტი წევრი ქვეყნის ასობით კანონმდებელი და დელეგატი. წელს ასამბლეის მთავარი თემაა „კარგი მმართველობის გაძლიერება და თემების გაძლიერება ინკლუზიურობის, ნდობისა და ყველასთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობების გზით.“
საქართველოსა და ტანზანიის გაერთიანებულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2018 წლის 20 ოქტომბერს დამყარდა.
ყველა ახალი ამბავი
0