ქვეშეთი-კობის გზაზე 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaქვეშეთი-კობის გზაზე თაღოვანი ხიდი შენდება
ქვეშეთი-კობის გზაზე თაღოვანი ხიდი შენდება - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2026
გამოწერა
პროექტი საქართველო მთავრობის, აზიის განვითარების ბანკის(ADB) და გვირაბის მშენებლობის ნაწილში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს თაღოვანი ხიდის მშენებლობა, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ხიდის სიგრძე 400 მეტრზე მეტია, სიმაღლე ხეობის ფსკერიდან - 166 მეტრი, ხიდის თაღის სიგრძე კი 300 მეტრი.
თაღოვანი ხიდი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობაა. თაღის ორი ნაწილის შეერთება ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება. თაღის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მასზე ხიდის ბურჯები, შემდეგ კი მალის ნაშენი მოეწყობა.
ქვეშეთი-კობის პროექტი ითვალისწინებს 23-კილომეტრიანი, ორზოლიანი ასფალტბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას, ასევე ერთი არსებული ხიდის რეაბილიტაციას. ხუთი ახალი ხიდიდან ოთხზე სამუშაოები მიმდინარეობს, ერთის მშენებლობა კი დასრულებულია.
© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaქვეშეთი-კობის გზაზე თაღოვანი ხიდი შენდება
Крупнейший в Грузии арочный мост строят на трассе Квешети–Коби - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2026
ქვეშეთი-კობის გზაზე თაღოვანი ხიდი შენდება
უკვე დასრულებულია 9 -კილომეტრიანი ძირითადი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბების გაჭრა. ძირითად გვირაბში დასრულებულია სავენტილაციო ფილების დამზადება, ხოლო საევაკუაციო გვირაბში - რკინაბეტონით მოპირკეთება. ამ ეტაპზე ელექტრომექანიკური სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ასევე დასრულებულია 1,5 კილომეტრიანი და 500-მეტრიანი გვირაბების გაყვანა და რკინაბეტონით მოპირკეთება.
ახალი გზა კობის მიმართულებით გადაადგილების უსაფრთხოებასა და საიმედოობას გაზრდის და ზამთარში მოძრაობის შეზღუდვის პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს. ხადის ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობისთვის გაუმჯობესდება მთელი წლის განმავლობაში გადაადგილებისა და საჭირო მომსახურებებზე წვდომის შესაძლებლობა
გზა რუსეთში
ქვეშეთი-კობის მონაკვეთი ჩრდილოეთი-სამხრეთის ავტომაგისტრალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია. პროექტის თანახმად, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 6 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობასაც.
ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი მთავარი გვირაბის და იგივე სიგრძის საევაკუაციო გვირაბის გაყვანა უკვე დასრულებულია.
ახალი გზის საშუალებით მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალი აღარ დაიკეტება, შედეგად გაიზრდება ტვირთბრუნვა, ხოლო ხადას ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობას ზამთარში გარე სამყაროსთან კავშირი შეუნარჩუნდება.
საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროს: ქვეშეთი-კობის მონაკვეთის გავლა 1 საათის ნაცვლად 15 წუთში გახდება შესაძლებელი; თბილისიდან გუდაურამდე მგზავრობას 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთი დასჭირდება, თბილისიდან სტეფანწმინდამდე კი 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად - 1 საათი და 45 წუთი.
ახალი გზის პროექტი 2019 წელს დამტკიცდა. 2021 წლის სექტემბერში ჩინურმა კომპანიამ China Railway 23rd Bureau Group Co მშენებლობა დაიწყო.
პროექტი საქართველო მთავრობის, აზიის განვითარების ბანკის(ADB) და გვირაბის მშენებლობის ნაწილში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1,2 მლრდ ლარია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"–"ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.
ყველა ახალი ამბავი
0