„კავკასიის უნივერსიტეტი“ პირველკურსელების შესაძლო მოწამვლას ეხმაურება

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიაუდიტორია
აუდიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2026
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე პირველკურსელებისთვის გამართული წვეულების შემდეგ რამდენიმე სტუდენტი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, ნათქვამია „კავკასიის უნივერსიტეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე პირველკურსელებისთვის გამართული Welcome Party-ის შემდეგ რამდენიმე სტუდენტი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. არსებული მონაცემებით, ერთ-ერთ კლინიკაში დაახლოებით ხუთი პაციენტი მოათავსეს.
„გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ღონისძიების მიმდინარეობისას რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა, რის გამოც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩნდათ. სტუდენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, -ნათქვამია განხცადებაში.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების შესაძლო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
უმაღლესი სასწავ;ებლის განხცხადებით, კავკასიის უნივერსიტეტი თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან და საჭიროების შემთხვევაში მიაწვდის მათ ყველა შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთდება შსს-ის ოფიციალური განცხადებაც.
„მოვუწოდებთ მედიას და საზოგადოებას, არ გაავრცელონ დაუზუსტებელი ინფორმაცია და ვარაუდები დადასტურებულ ფაქტებად, რადგან მსგავსი ცნობები უსაფუძვლოდ აზიანებს როგორც სტუდენტების, ისე უნივერსიტეტის რეპუტაციას“- აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0