https://sputnik-georgia.com/20261005/gcca-seqtembershi-sursatze-pasebi-shemcirda-300968033.html
GCCA: სექტემბერში საბაზისო სურსათზე ფასები შემცირდა
GCCA: სექტემბერში საბაზისო სურსათზე ფასები შემცირდა
Sputnik საქართველო
სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ღირებულება თვის დასაწყისში 37,45 ლარს შეადგენდა, თვის ბოლოს კი 35,82 ლარამდე შემცირდა. კალათის ყველაზე დაბალი... 05.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-05T10:28+0400
2026-10-05T10:28+0400
2026-10-05T10:28+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964203_0:157:3083:1891_1920x0_80_0_0_bcfbc6b297359e2fd97d59e7aaa37016.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფო პორტალმა, სადაც პროგრამა „საოჯახო კალათის“ ფარგლებში პროდუქტებზე ფასდაკლებები და ფასები კონტროლდება, სექტემბერში საბაზისო კვების პროდუქტებისა და არასასურსათო საქონლის მინიმალური კალათების ფასების კლება აჩვენა, ნათქვამია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) განცხადებაში.საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილი საინფორმაციო პორტალი ekalata.gov.ge მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა - პორტალზე მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს გაეცნოს.სააგენტოს ცნობით, სექტემბრის განმავლობაში დინამიურად შეიცვალა 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან და 10 აუცილებელი არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება.სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ღირებულება თვის დასაწყისში 37,45 ლარს შეადგენდა, თვის ბოლოს კი 35,82 ლარამდე შემცირდა. კალათის ყველაზე დაბალი ღირებულება 29-30 სექტემბერს დაფიქსირდა.რაც შეეხება პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტებისგან შემდგარ კალათას, მისი ყველაზე დაბალი ღირებულება 10 სექტემბერს დაფიქსირდა და 25,57 ლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს კალათის ღირებულება 26,17 ლარი იყო.საინფორმაციო პორტალი www.ekalata.gov.ge მომხმარებელს ყოველდღიურად აძლევს შესაძლებლობას, შეადაროს ფასები წამყვან სავაჭრო ქსელებში, შექმნას ინდივიდუალური კალათა და გააკეთოს გაცნობიერებული არჩევანი. პლატფორმას ასევე დაემატა მაღაზიების გეოლოკაციის ფუნქციონალი, რომელიც მომხმარებლებს უახლოესი ქსელების ფილიალების მარტივად მოძიებაში ეხმარება. ამ დროისთვის პორტალზე 16 სავაჭრო ქსელია წარმოდგენილი.საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა - მიმდინარე წლის იანვარში საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების სამთავრობო კომისია, ხოლო თებერვალში - საპარლამენტო კომისია შეიქმნა.მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომისიამ საქართველოში ფასებზე მოქმედი მხოლოდ სისტემური პრობლემების გამოვლენა შეძლო და კარტელური გარიგებები გამორიცხა, ფასების შემცირების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში სურსათზე ფასები, ზოგადად, უფრო დაბალია, ვიდრე საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, თუმცა დაბალი ხელფასების გამო ფასწარმოქმნის საკითხი მოსახლეობისთვის უკიდურესად მტკივნეული რჩება, რის გამოც მთავრობა დაინტერესებულია საქონლის ღირებულების შემცირებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964203_175:0:2906:2048_1920x0_80_0_0_93b6e0d20a85b0b83aacff2a60dc5089.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
GCCA: სექტემბერში საბაზისო სურსათზე ფასები შემცირდა
სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ღირებულება თვის დასაწყისში 37,45 ლარს შეადგენდა, თვის ბოლოს კი 35,82 ლარამდე შემცირდა. კალათის ყველაზე დაბალი ღირებულება 29-30 სექტემბერს დაფიქსირდა.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფო პორტალმა, სადაც პროგრამა „საოჯახო კალათის“ ფარგლებში პროდუქტებზე ფასდაკლებები და ფასები კონტროლდება, სექტემბერში საბაზისო კვების პროდუქტებისა და არასასურსათო საქონლის მინიმალური კალათების ფასების კლება აჩვენა, ნათქვამია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილი საინფორმაციო პორტალი ekalata.gov.ge მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა - პორტალზე მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს გაეცნოს.
სააგენტოს ცნობით, სექტემბრის განმავლობაში დინამიურად შეიცვალა 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან და 10 აუცილებელი არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება.
სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ღირებულება თვის დასაწყისში 37,45 ლარს შეადგენდა, თვის ბოლოს კი 35,82 ლარამდე შემცირდა. კალათის ყველაზე დაბალი ღირებულება 29-30 სექტემბერს დაფიქსირდა.
რაც შეეხება პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტებისგან შემდგარ კალათას, მისი ყველაზე დაბალი ღირებულება 10 სექტემბერს დაფიქსირდა და 25,57 ლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს კალათის ღირებულება 26,17 ლარი იყო.
„სექტემბრის დასაწყისთან შედარებით, თვის ბოლოს 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 5.3%-ით შემცირდა, ხოლო 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება - 4.4%-ით", - ნათქვამია განცხადებაში.
საინფორმაციო პორტალი www.ekalata.gov.ge მომხმარებელს ყოველდღიურად აძლევს შესაძლებლობას, შეადაროს ფასები წამყვან სავაჭრო ქსელებში, შექმნას ინდივიდუალური კალათა და გააკეთოს გაცნობიერებული არჩევანი. პლატფორმას ასევე დაემატა მაღაზიების გეოლოკაციის ფუნქციონალი, რომელიც მომხმარებლებს უახლოესი ქსელების ფილიალების მარტივად მოძიებაში ეხმარება. ამ დროისთვის პორტალზე 16 სავაჭრო ქსელია წარმოდგენილი.
საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა - მიმდინარე წლის იანვარში საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების სამთავრობო კომისია, ხოლო თებერვალში - საპარლამენტო კომისია შეიქმნა.
მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომისიამ საქართველოში ფასებზე მოქმედი მხოლოდ სისტემური პრობლემების გამოვლენა შეძლო და კარტელური გარიგებები გამორიცხა, ფასების შემცირების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში სურსათზე ფასები, ზოგადად, უფრო დაბალია, ვიდრე საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, თუმცა დაბალი ხელფასების გამო ფასწარმოქმნის საკითხი მოსახლეობისთვის უკიდურესად მტკივნეული რჩება, რის გამოც მთავრობა დაინტერესებულია საქონლის ღირებულების შემცირებით.