https://sputnik-georgia.com/20261005/eqsperti-vardziashi-imkopeboda-300987462.html
საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით ვარძიის გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებები დაიგეგმა
საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით ვარძიის გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებები დაიგეგმა
Sputnik საქართველო
კლაუდიო მარგოტინი ვარძიაში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, 29 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში... 05.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-05T22:00+0400
2026-10-05T22:00+0400
2026-10-05T22:00+0400
საქართველო
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1b/293940771_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_3cbdc4f09ef3222b39e1f67ac768a31e.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო ექსპერტმა და ინჟინერ-გეოლოგმა, პროფესორმა კლაუდიო მარგოტინიმ შეაფასა ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის საკონსერვაციო მდგომარეობა და სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად განიხილა ძეგლის სტრუქტურული კვლევებისა და გამაგრებითი ღონისძიებების საჭიროებები, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.ვარძიის კომპლექსი მუდმივად განიცდის ბუნებრივ ეროზიულ პროცესებს და რეგიონის მაღალი სეისმური აქტივობა ძეგლის სტრუქტურულ მთლიანობას დამატებით საფრთხეს უქმნის. ქვათაცვენისა და მეწყრული პროცესების რისკების შემცირების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ძეგლი საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს, ზედამხედველობასა და შესაბამის საკონსერვაციო ჩარევებს.კლაუდიო მარგოტინი ვარძიაში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, 29 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იმყოფებოდა.მარგოტინმა შეაფასა ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის საკონსერვაციო მდგომარეობა და სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად განიხილა ძეგლის სტრუქტურული კვლევებისა და გამაგრებითი ღონისძიებების საჭიროებები.სამუშაო პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, სააგენტოს მთავარი არქიტექტორ-რესტავრატორი ლაშა შარტავა, სააგენტოს სპეციალისტები და გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სტიქიური პროცესების საინჟინრო გეოლოგიისა და ჰიდროლოგიის სამმართველოს უფროსი, გიორგი გაფრინდაშვილი.კლაუდიო მარგოტინი 2014 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს კლდეში ნაკვეთ ძეგლებზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ვარძიის ქანების სრულმასშტაბიანი დიაგნოსტიკა, მონიტორინგის სისტემების მოწყობა, მაღალი რისკის შემცველ უბნებზე დამცავი ბადეების განთავსება და მასშტაბური სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოები.ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ ჯავახეთში, ახალციხესთან ახლოს მდებარეობს. იგი ქართული კულტურული მემკვიდრეობის უძველეს ძეგლს წარმოადგენს, რომელიც XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება.ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, რომელიც ვარძიის ანსამბლის შუაგულში მდებარეობს. აქ შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1b/293940771_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_f2c2917f12823fd57344146c4923eea0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საზოგადოება, ახალი ამბები
საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით ვარძიის გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებები დაიგეგმა
კლაუდიო მარგოტინი ვარძიაში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, 29 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იმყოფებოდა.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო ექსპერტმა და ინჟინერ-გეოლოგმა, პროფესორმა კლაუდიო მარგოტინიმ შეაფასა ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის საკონსერვაციო მდგომარეობა და სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად განიხილა ძეგლის სტრუქტურული კვლევებისა და გამაგრებითი ღონისძიებების საჭიროებები, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
ვარძიის კომპლექსი მუდმივად განიცდის ბუნებრივ ეროზიულ პროცესებს და რეგიონის მაღალი სეისმური აქტივობა ძეგლის სტრუქტურულ მთლიანობას დამატებით საფრთხეს უქმნის. ქვათაცვენისა და მეწყრული პროცესების რისკების შემცირების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ძეგლი საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს, ზედამხედველობასა და შესაბამის საკონსერვაციო ჩარევებს.
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შეფასებული მდგომარეობისა და გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, დაიგეგმა ძეგლზე განსახორციელებელი გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებები, ასევე განისაზღვრა გრძელვადიანი საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებები", - ნათქვამია განცხადებაში.
კლაუდიო მარგოტინი ვარძიაში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, 29 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იმყოფებოდა.
მარგოტინმა შეაფასა ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის საკონსერვაციო მდგომარეობა და სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად განიხილა ძეგლის სტრუქტურული კვლევებისა და გამაგრებითი ღონისძიებების საჭიროებები.
სამუშაო პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, სააგენტოს მთავარი არქიტექტორ-რესტავრატორი ლაშა შარტავა, სააგენტოს სპეციალისტები და გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სტიქიური პროცესების საინჟინრო გეოლოგიისა და ჰიდროლოგიის სამმართველოს უფროსი, გიორგი გაფრინდაშვილი.
კლაუდიო მარგოტინი 2014 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს კლდეში ნაკვეთ ძეგლებზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ვარძიის ქანების სრულმასშტაბიანი დიაგნოსტიკა, მონიტორინგის სისტემების მოწყობა, მაღალი რისკის შემცველ უბნებზე დამცავი ბადეების განთავსება და მასშტაბური სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოები.
ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ ჯავახეთში, ახალციხესთან ახლოს მდებარეობს. იგი ქართული კულტურული მემკვიდრეობის უძველეს ძეგლს წარმოადგენს, რომელიც XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება.
ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, რომელიც ვარძიის ანსამბლის შუაგულში მდებარეობს. აქ შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები.