სროლა თბილისში: ხილიანზე მამაკაცმა საკუთარი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2026
გამოწერა
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა, იუწყება ქართული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ერთი საათის წინ ხილიანის ქუჩაზე მოხდა.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0