ვარშავაში „თბილისობა“ აღნიშნეს

© photo: Sputnik / Stringerღვინის ფესტივალი
ღვინის ფესტივალი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2026
გამოწერა
„თბილისობა ვარშავაში“ უკვე რამდენიმე წელია ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ჩამოყალიბდა
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ვარშავაში ქართული კულტურის ფესტივალი „თბილისობა ვარშავაში 2026“ გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
პოლონეთის დედაქალაქში ქართული კულტურის ფესტივალი სახალხლო დღესასწაულ „თბილისობის" საპატივცემულოდ გაიმართა.
ფესტივალზე ფართოდ იყო წარმოდგენილი ქართული ტრადიციული სამზარეულო, ქართული ღვინო და სხვადასხვა ადგილობრივი პროდუქცია. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ მუსიკას, ტრადიციულ ქორეოგრაფიასა და ფოლკლორს.
„თბილისობა ვარშავაში“ უკვე რამდენიმე წელია ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ჩამოყალიბდა - ღონისძიება პოლონეთში ქართული დიასპორის ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს პატრონაჟით ჩატარდა.
საქართველოს დედაქალაქში „თბილისობა 2026“ წელს 3-4 ოქტომბერს იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0