„თრიალეთის თასი 2026": საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა

დიანა დევისი და გლებ სმოლკინი
დიანა დევისი და გლებ სმოლკინი  - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2026
გამოწერა
ტურნირი „თრიალეთის თასი" ბათუმში 1-3 ოქტომბრის პერიოდში გაიმართა.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ბათუმში ჩელენჯერის სერიის ტურნირზე „თრიალეთის თასი" (Trialeti Trophy) ასპარეზობა სამი ოქროს მედლით დაასრულა, იუწყება ფიგურული ციგურაობის ფედერაცია.
„თრიალეთის თასის" გამარჯვებულები გახდნენ დიანა დევისი - გლებ სმოლკინი წყვილი (სპორტული ცეკვები), ანასტასია მეტელკინა -ლუკა ბერულავა (სპორტული ცეკვები) და ნიკა ეგაძე (მამაკაცები).
Challenger-ის სერიის ტურნირი ქალთა შორის შეჯიბრით დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა - ანასტასია გუბანოვამ და ინგა გურგენიძემ იასპარეზეს.
მოკლე პროგრამის შემდეგ გუბანოვა მესამე ადგილზე იყო, გურგენიძე კი – მეხუთეზე. თავისუფალი პროგრამის შესრულებისას გუბანოვამ (189.31) რამდენიმე შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ მეოთხე ადგილი დაიკავა, გურგენიძემ (177.55) კი – მეექვსე.
ქალთა შეჯიბრება ესტონელმა ნინა პეტროკინამ (205.94) მოიგო და ოქროს მედალი მოიპოვა.
ტურნირი Trialeti Trophy ბათუმში 1-3 ოქტომბრის პერიოდში გაიმართა. მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის (ISU) გადაწყვეტილებით, რუს და ბელარუსელ მოციგურავეებს საერთაშორისო შეჯიბრებებში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობის უფლება მიეცათ.
ყველა ახალი ამბავი
0