https://sputnik-georgia.com/20261004/tbilisshi-axali-psiqiatriuli-da-narkologiuri-saavadmkopos-asheneba-igegmeba-300959368.html
თბილისში 259-საწოლიანი ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური საავადმყოფოს აშენება იგეგმება
თბილისში 259-საწოლიანი ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური საავადმყოფოს აშენება იგეგმება
Sputnik საქართველო
დოკუმენტის თანახმად, 259 საწოლიდან 174 ფსიქიატრიულ, ხოლო 85 საწოლი ნარკოლოგიურ მიმართულებას დაეთმობა. 04.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-04T12:52+0400
2026-10-04T12:52+0400
2026-10-04T12:52+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1e/249584938_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_859adfee5b115540f025ca54615d02b0.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ახალი 259-საწოლიანი ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური საავადმყოფოს მშენებლობა იგეგმება, იუწყება მედიაპლატფორმა bmg.ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის თანახმად, ახალი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში 50 მილიონი ლარია გათვალისწინებული. დოკუმენტის თანახმად, 259 საწოლიდან 174 ფსიქიატრიულ, ხოლო 85 საწოლი ნარკოლოგიურ მიმართულებას დაეთმობა.როგორც ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, ინიციატივის მთავარი მიზანია არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურისა და საწოლფონდის დეფიციტის აღმოფხვრა, სამედიცინო სიმძლავრეების გაფართოება და ახალი, სპეციალიზებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და უსაფრთხო სერვისების დანერგვა და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა.პროექტის განხორციელების განრიგი ასეთია:ახალი ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური საავადმყოფოს მშენებლობა რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. დღეს მოქმედი სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებების ნაწილის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოძველებულია და ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე სამედიცინო მოთხოვნებს.ახალი პროექტის მიზანია პაციენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სპეციალიზებული და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1e/249584938_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_bbb7f9051d879cad084165811c6dd7e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები
თბილისში 259-საწოლიანი ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური საავადმყოფოს აშენება იგეგმება
დოკუმენტის თანახმად, 259 საწოლიდან 174 ფსიქიატრიულ, ხოლო 85 საწოლი ნარკოლოგიურ მიმართულებას დაეთმობა.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik.
თბილისში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ახალი 259-საწოლიანი ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური საავადმყოფოს მშენებლობა იგეგმება, იუწყება მედიაპლატფორმა bmg.
ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის თანახმად, ახალი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში 50 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
დოკუმენტის თანახმად, 259 საწოლიდან 174 ფსიქიატრიულ, ხოლო 85 საწოლი ნარკოლოგიურ მიმართულებას დაეთმობა.
როგორც ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, ინიციატივის მთავარი მიზანია არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურისა და საწოლფონდის დეფიციტის აღმოფხვრა, სამედიცინო სიმძლავრეების გაფართოება და ახალი, სპეციალიზებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და უსაფრთხო სერვისების დანერგვა და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროექტის განხორციელების განრიგი ასეთია:
2027–2031 წლებში: სამშენებლო სამუშაოებისთვის ყოველწლიურად 8 მილიონი ლარი გამოიყოფა;
2030–2031 წლებში: ტექნოლოგიური აღჭურვისთვის გათვალისწინებულია 10 მილიონი ლარი (2030 წელს - 6 მლნ, ხოლო 2031 წელს - 4 მლნ ლარი).
ახალი ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური საავადმყოფოს მშენებლობა რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. დღეს მოქმედი სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებების ნაწილის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოძველებულია და ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე სამედიცინო მოთხოვნებს.
ახალი პროექტის მიზანია პაციენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სპეციალიზებული და უსაფრთხო გარემოს შექმნა.