https://sputnik-georgia.com/20261004/shio-mesame-patiebis-gareshe-samartlianoba-ar-arsebobs-300965639.html
შიო მესამე: სიყვარულის და პატიების უნარის გარეშე არანაირი სამართლიანობა არ არსებობს
შიო მესამე: სიყვარულის და პატიების უნარის გარეშე არანაირი სამართლიანობა არ არსებობს
Sputnik საქართველო
პატრიარქის თქმით, ადამიანური სამართლიანობა ხშირად სასჯელსა და ანგარიშსწორებას ეფუძნება, მაშინ როდესაც ქრისტიანული, ღვთიური სამართლიანობა განუყოფელია... 04.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-04T19:39+0400
2026-10-04T19:39+0400
2026-10-04T19:39+0400
საქართველო
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/12/298699596_0:220:2048:1372_1920x0_80_0_0_e988551a9e358304717344b6e01b5fe1.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. იქ, სადაც არის ქრისტეს რწმენა, ადამიანს ეხსნება გონება, რომ ღვთისა და მოყვასთა წინაშე მოვალეა იცხოვროს პატიებით, სიყვარულით, ლმობიერებითა და გულმოწყალებით, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ სამების ტაძარში ქადაგებისას. საეკლესიო კალენდრის მიხედვით, დღეს ჯვართამაღლების შემდგომი კვირა და სულთმოფენობიდან მეთერთმეტე კვირაა. კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას მიტევების მნიშვნელობასა და სიყვარულის შესახებ იქადაგა და სახარებისეული იგავი გაიხსენა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, სიყვარული და პატიების უნარი ისეთი თვისებებია, რომელთა გარეშეც არანაირი სამართლიანობა არ არსებობს.„გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, ჯვართამაღლების შემდგომ კვირას და სულთმოფენობიდან მე-11 კვირას. ისეთი თვისებებია სიყვარული და პატიების უნარი, რომლის გარეშეც არანაირი სამართლიანობა არ არსებობს და ვერც იარსებებს. მხოლოდ მაშინ, იქ, სადაც არის ქრისტეს რწმენა, ადამიანს ეხსნება გონება და ის აცნობიერებს, რომ უსაზღვროდ ვალდებულია, მოვალეა ღვთის წინაშეც და მოყვასთა წინაშეც და ხვდება ასეთი ადამიანი, რომ სულ სხვაგვარად უნდა იცხოვროს. არა როგორც ის უმოწყალო მოვალე ცხოვრობდა, არამედ სულ სხვაგვარად, პატიებით, სიყვარულით, ლმობიერებით, გულმოწყალებით, რადგან ეს თვისებებია, რომელიც გზას გვიკვალავს სიკეთისკენ, სიხარულისკენ, ბედნირებისკენ და სულის ხსნისკენ“, - აღნიშნა პატრიაქრმა. როგორც შიო მესამემ ბრძანა, რა გინდ ცოდვის უფსკრულში იყოს ჩავარდნილი ადამიანი, უფალს ძალუძს მისი სწრაფად ამოყვანა იქიდან. მისი თქმით, ადამიანური სამართლიანობა ხშირად სასჯელსა და ანგარიშსწორებას ეფუძნება, მაშინ როდესაც ქრისტიანული, ღვთიური სამართლიანობა განუყოფელია მიტევებისგან.პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელ მსოფლიოში არსებული ომების, დაპირისპირებებისა და შუღლის ფონზე, „ათასგვარი საცდური ცდილობს, ჩაანაცვლოს რწმენა და ფასეულობები“. ასეთ დროს კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთი გზა იმ ზნეობრივი ღირებულებების ერთგულებაა, რომელთა არსიც დროში არ იცვლება — ესენია ღვთისა და მოყვასის სიყვარული, მოწყალება და პასუხისმგებლობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/12/298699596_0:28:2048:1564_1920x0_80_0_0_1cf9fe5429ce0b961c5ba9b3e9c1d116.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, საზოგადოება, ახალი ამბები
შიო მესამე: სიყვარულის და პატიების უნარის გარეშე არანაირი სამართლიანობა არ არსებობს
პატრიარქის თქმით, ადამიანური სამართლიანობა ხშირად სასჯელსა და ანგარიშსწორებას ეფუძნება, მაშინ როდესაც ქრისტიანული, ღვთიური სამართლიანობა განუყოფელია მიტევებისგან.
თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. იქ, სადაც არის ქრისტეს რწმენა, ადამიანს ეხსნება გონება, რომ ღვთისა და მოყვასთა წინაშე მოვალეა იცხოვროს პატიებით, სიყვარულით, ლმობიერებითა და გულმოწყალებით, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ სამების ტაძარში ქადაგებისას.
საეკლესიო კალენდრის მიხედვით, დღეს ჯვართამაღლების შემდგომი კვირა და სულთმოფენობიდან მეთერთმეტე კვირაა.
კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას მიტევების მნიშვნელობასა და სიყვარულის შესახებ იქადაგა და სახარებისეული იგავი გაიხსენა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, სიყვარული და პატიების უნარი ისეთი თვისებებია, რომელთა გარეშეც არანაირი სამართლიანობა არ არსებობს.
„გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, ჯვართამაღლების შემდგომ კვირას და სულთმოფენობიდან მე-11 კვირას. ისეთი თვისებებია სიყვარული და პატიების უნარი, რომლის გარეშეც არანაირი სამართლიანობა არ არსებობს და ვერც იარსებებს. მხოლოდ მაშინ, იქ, სადაც არის ქრისტეს რწმენა, ადამიანს ეხსნება გონება და ის აცნობიერებს, რომ უსაზღვროდ ვალდებულია, მოვალეა ღვთის წინაშეც და მოყვასთა წინაშეც და ხვდება ასეთი ადამიანი, რომ სულ სხვაგვარად უნდა იცხოვროს. არა როგორც ის უმოწყალო მოვალე ცხოვრობდა, არამედ სულ სხვაგვარად, პატიებით, სიყვარულით, ლმობიერებით, გულმოწყალებით, რადგან ეს თვისებებია, რომელიც გზას გვიკვალავს სიკეთისკენ, სიხარულისკენ, ბედნირებისკენ და სულის ხსნისკენ“, - აღნიშნა პატრიაქრმა.
როგორც შიო მესამემ ბრძანა, რა გინდ ცოდვის უფსკრულში იყოს ჩავარდნილი ადამიანი, უფალს ძალუძს მისი სწრაფად ამოყვანა იქიდან. მისი თქმით, ადამიანური სამართლიანობა ხშირად სასჯელსა და ანგარიშსწორებას ეფუძნება, მაშინ როდესაც ქრისტიანული, ღვთიური სამართლიანობა განუყოფელია მიტევებისგან.
პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელ მსოფლიოში არსებული ომების, დაპირისპირებებისა და შუღლის ფონზე, „ათასგვარი საცდური ცდილობს, ჩაანაცვლოს რწმენა და ფასეულობები“. ასეთ დროს კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთი გზა იმ ზნეობრივი ღირებულებების ერთგულებაა, რომელთა არსიც დროში არ იცვლება — ესენია ღვთისა და მოყვასის სიყვარული, მოწყალება და პასუხისმგებლობა.