ძიუდო: გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

© Courtesy of Ministry of Culture and Sports of Georgiaგიორგი სარდალაშვილი
გიორგი სარდალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2026
გამოწერა
ხვალ, 5ოქტომბერს მსოფლიო პირველობაზე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) იჭიდავებს.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში პირველ საშეჯიბრო დღეს გიორგი სარდალიშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
23 წლის სპორტსმენმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ტაივანელი იუნგ ვეი იანგი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
დღეს შეჯიბრზე მედლები მამაკაცთა შორის 60 კგ წონით კატეგორიაში, ქალთა შორის კი 48 კგ წონით კატეგორიაში გათამაშდა.
ხვალ, 5ოქტომბერს მსოფლიო პირველობაზე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) იჭიდავებს.
ყველა ახალი ამბავი
0